კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ლაშა დარბაიძე: „მთხოვეს, საიტიდან ამომეღო ივანიშვილისა და ჯონ ბასის შეხვედრის ფოტოები“

31 ოქტომბერი, 2011

აშშ-ში საქართველოს ყოფილი საპატიო კონსული ლაშა დარბაიძე უფლებამოსილების შეწყვეტას ბიძინა ივანიშვილს უკავშირებს.

როგორც „პალიტრა ტვ“-ს დარბაიძემ განუცხადა, 24 ოქტომბერს, აშშ-ში საქართველოს ხელისუფლების დავალებით შეხვდა ადამიანი, რომელმაც საკონსულოს საიტზე განთავსებული ბიძინა ივანიშვილის ფოტოების ამოღება მოსთხოვა. დარბაიძის თქმით, ფოტოებზე აშშ-ს ელჩის ჯონ ბასისა და ბიძინა ივანიშვილის შეხვედრა იყო ასახული.

„მე შევეწინააღმდეგე და უარი ვთქვი ფოტოების ამოღებაზე, რის შემდეგაც ერთ დღეში უფლებამოსილება შემიწყვიტეს. როდესაც მე ვიკითხე, თუ რატომ უნდა ამომეღო ფოტო, მიპასუხეს, რომ ჩვენ ვსარგებლობთ დიდი პოპულარობით ქართულ დიასპორაში და ჩვენი ინტერესი ამ პიროვნების მიმართ ძალიან ცუდად იმოქმედებდა ხალხზე და გარკვეულ ბიძგს მისცემდა“, - განაცხადა ლაშა დარბაიძემ.

როგორც დღეს გამართულ ტრადიციულ ბრიფინგზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ განაცხადა, დარბაიძე არ ასრულებდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებს და არ აკმაყოფილებდა იმ მოთხოვნებს, რომელსაც საპატიო კონსული უნდა ასრულებდეს.

„საგარეო საქმეთა სამინისტრო ახორციელებს პერიოდულ მონიტორინგს როგორც დიპლომატებზე, ისე საპატიო კონსულებზე, თუ რამდენად ჯეროვნად ახორციელებს ესა თუ ის პირი საკუთარ მოვალეობას და ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებს. ამ შემთხვევაშიც განხილვის შედეგად იქნა მიღებული გადაწყვეტილება. სხვა კონსულებიც იგივე ბედს გაიზიარებენ, თუ პირობები დაკმაყოფილებული არ იქნება“, - განაცხადა ნინო კალანდაძემ.

პალიტრა ტვ

ორიგინალი

ახალი ამბები