კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მიწისზედა გადასასვლელები ფუნქციის გარეშე

1 ნოემბერი, 2011

პალიტრა ტვ-ს კადრები თბილისის ერთ-ერთ ცენტრალურ უბანშია გადაღებული, სადაც გზის სავალ ნაწილზე ავტომობილებს ფეხით მოსიარულეები ჭარბობენ. რისკი ხშირად ფატალური შედეგით სრულდება. ბოლო შემთხვევა 31 ოქტომბერს მოხდა. ფეხით მოსიარულეს ავტომობილი შეეჯახა. 40 წლის ქალბატონი ადგილზე დაიღუპა

კიდევ ერთი შემთხვევა: 19 წლის სტუდენტს გზის სავალი ნაწილის გადაკვეთისას ავტომობილი დაეჯახა. სტუდენტი ადგილზე გარდაიცვალა. ორივე ინციდენტი საფეხმავლო ხიდთან რამდენიმე მეტრის დაშორებით მოხდა.

რატომ ირჩევენ ადამიანები სახიფათო მარშუტს? - ამ კითხვით „პალიტრა ტვ“-მ მოქალაქეებს მიმართა.

37 რკინის კონსრტუქციის ხიდი და ათობით მიწისქვეშა გადასასვლელი-ეს მხოლოდ თბილისში. ფეხით მოსიარულეთა უმრავლესობა ხიდით არ სარგებლობს . მიზეზად ხშირ შემთხვევაში რკინის ხიდის არაკომფორტულობა სახელდება.

რკინის ხიდებზე გადაადგილება შეუძლებელია უნარ შეზღუდული ადამიანებისთვისაც. თბილისში არსებული 37 ხიდიდან არცერთზე არ არსებობს შესაბამისი მოწყობილობა, რომლითაც ინვალიდი გადაადგილებას შეძლებს.

გზის სავალ ნაწილზე არსებული გადასასვლელებით „პალიტრა ტვ“ რამდენიმე თვის წინაც დაინტერესდა. ზოგიერთ ადგილზე მიწისზედა ხიდს მოსახლეობა წლებია, ელოდება. თუმცა, რაიონის გამგებლისგან მორიგი პირობა და ძველი მიწისქვეშა გადასასვლელი დარჩათ.

თბილისის მერიაში ამბობენ , რომ პრობლემებს იცნობენ, მაგრამ კომენტარს არ აკეთებენ.

პალიტრა.ტვ

ახალი ამბები