კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საპარლამენტო უმრავლესობის აზრით, თუკი პირი დაყადაღებულ ქონებას შეიძენს, მას ეს ქონება ვალდებულებებისგან თავისუფალი უნდა გადაეცეს

2 ნოემბერი, 2011

„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების პროექტს, რომლის საფუძველზეც რაიმე სახის ქონების სახელმწიფო საკუთრებაში გადასვლის შემთხვევაში, მასზე გავრცელებული მესამე პირების ყველა სანივთო უფლება გაუქმებას ექვემდებარება, უმრავლესობაში „კეთილსინდისიერი შემძენის უფლებების დაცვით“ ხსნიან.

როგორც პარლამენტში ინიცირებულ კანონპროექტთან დაკავშირებით უმრავლესობაში აცხადებენ, „კანონპროექტის მიზანია, თუკი პირი დაყადაღებულ ქონებას შეიძენს, მას ეს ქონება ვალდებულებებისგან თავისუფალი გადაეცეს და არ დაზარალდეს“.

აღნიშნულ საკანონმდებლო ცვლილებაში ხელისუფლების მხრიდან ახალი ტიპის საგადასახადო სადამსჯელო ოპერაციების დაწყების საფრთხეს ხედავს ფრაქცია „ერთობა - სამართლიანობისთვის“ თავმჯდომარე გია ცაგარეიშვილი.

„როგორც ჩანს, საქართველოს ხელისუფლება მიხეილ სააკაშვილის და სხვა ავაზაკების სახით ბიძინა ივანიშვილის ან მისი რომელიმე კერძო სამართლის იურიდული პირის საკუთრებაში არსებული რაიმე ქონების ან სამოქალაქო უფლების მიმართ საგადასახადო სადამსჯელო ოპერაციების გახორციელებისთვის ემზადება“, - აცხადებს ცაგარეიშვილი.

„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების პროექტის მიხედვით კი, როდესაც მოვალის საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით დატვირთული, ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება ხდება, საკუთრების გადასვლის შედეგად (მათ შორის სახელმწიფოსთვის ქონების ნატურით გადასვლის შედეგად) ყველა სანივთო უფლება უქმდება, რომელიც იმ ვალდებულების წარმოშობის შემდეგ არის რეგისტრირებული, რომლის საფუძველზეც ქონებაზე საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება გავრცელდა.

საინფორმაციო სააგენტო „პირველი“

ახალი ამბები