კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პირიქითა ხევსურეთის სოფლები დაიცალა

3 ნოემბერი, 2011

პირიქითა ხევსურეთის  სოფელი ხახაბო ბოლო მცხოვრებმაც დატოვა. ხახაბოს გარდა ხევსურეთში კიდევ ერთი სოფელი -  არჭილო დაიცალა. როგორც მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრს ხევსურებმა განუცხადეს, მთა უყურადღებოდ არის მიტოვებული, ზამთარში გზები არ იწმინდება და იქ საცხოვრებლად არანაირი პირობები არ არის.

„დედაჩემი ასაკოვანი ქალია და მისი მთაში ყოფნა პრობლემაა. ამიტომაც გადმოვიყვანე. გაზაფხულზე მას ალბათ, ბარში დავტოვებ და მე ისევ წავალ. უყურადღებოდაა მთა მიტოვებული. გზები არ იწმინდება. ზამთარში არანაირი პირობები არ არის, რომ იქ დარჩე და იცხოვრო“, - აღნიშნა სოფელ ხახაბოს მკვიდრმა ბადრი მინდიკაურმა.

პირიქითა ხევსურეთის კიდევ ერთი სოფელი გიორგიწმინდა  უკვე დიდი ხანია ნასოფლარადაა ქცეული. ხევსურებმა ის რამდენიმე წლის წინ  მიატოვეს. გიორგიწმინდაში ადგილობრივები ზაფხულშიც აღარ ადიან.

მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები