კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ეკა ბესელია: „სასამართლომ უნდა გააუქმოს ივანიშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის უკანონო აქტი“

4 ნოემბერი, 2011

ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილის ადვოკატმა, ეკა ბესელიამ დღეს კიდევ ერთი კომენტარი გააკეთა ივანიშვილისა და მისის მეუღლის, ეკატერინე ხვედელიძისთვის საქართველოს მოქალაქეობის ჩამორთმევასთან დაკავშირებით.

„სასამართლომ უნდა გაუძლოს ზეწოლას და გააუქმოს მოქალაქეობის ჩამორთმევასთან დაკავშირებით გაცემული უკანონო აქტი. ეკატერინე ხვედელიძის შემთხვევა კიდევ უფრო მძიმეა ხელისუფლებისთვის. ეკატერინე ხვედელიძეს უკვე ჰქონდა საფრანგეთისა და რუსეთის მოქალაქეობა, როცა საქართველოს პრეზიდენტმა მიანიჭა საქართველოს მოქალაქეობა. ამის მიუხედავად, იმავე საფუძვლითა და აქტით ჩამოართვეს ხვედელიძეს მოქალაქეობა, რა აქტითაც - ივანიშვილს, რაც გაუმართლებელია“, - აღნიშნა ბესელიამ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას.

მისივე ინფორმაციით, 2004 წლის თებერვალიდან ხვედელიძეს საფრანგეთის მოქალაქეობის პასპორტი აღებული აქვს, ამ პასპორტით გადაადგილდებოდა საქართველოს ტერიტორიაზე; შემდეგ ხვედელიძეს პრეზიდენტმა ორმაგი მოქალაქეობა მისცა.

„სასამართლომ ამ აქტის ბათილობაზე უარი უნდა თქვას, რადგან ჩვენ კონკრეტული დოკუმენტაცია გვაქვს“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

როგორც ბესელიამ აღნიშნა, სასამართლოში უკვე არის ადმინისტრაციული სარჩელი შეტანილი და ბიძინა ივანიშვილის მხარე ელოდება, დაინიშნოს მთავარი სხდომა.

„სასამართლომ უნდა გაუძლოს პოლიტიკურ ბრძოლას და წარმოდგენილი უტყუარი მტკიცებულებებით გააუქმოს სააკაშვილის მიერ გამოცემული აქტი მოქალაქეობის ჩამორთმევასთან დაკავშირებით. ჩვენ შეხვედრები გვაქვს დიპლომატიურ წრეებთან, რათა მოვიპოვოთ მხარდაჭერა, რამაც ხელისუფლებაზე ზეგავლენა უნდა მოახდინოს“, - აღნიშნა ეკა ბესელიამ.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები