კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ირაკლი ალასანია: „ქართუ ბანკის“ კრედიტორებს პროკურატურაში იბარებენ

4 ნოემბერი, 2011

„თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერის, ირაკლი ალასანიას განცხადებით, „ქართუ ბანკის“ მსხვილ კრედიტორებს მთავარ პროკურატურაში იბარებენ.

როგორც ალასანიამ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ინფორმაცია ამის შესახებ ბიზნესწრეებიდან მიაწოდეს.

„ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, იუსტიციის მინისტრის, ზურაბ ადეიშვილის პირდაპირი დავალებით მთავარ პროკურატურაში დაიბარეს „ქართუ ბანკის“ მსხვილი მევალეები და მათ ეუბნებიან, რომ ვალის გადახდა აღარ დასჭირდებათ. ამ ნაბიჯით მათ სურთ, „ქართუ ბანკის“ სიცოცხლისუნარიანობას ხელი შეუშალონ. ასევე, არსებობს ინფორმაცია, რომ ზურაბ ადეიშვილი გეგმავს ეროვნული ბანკის მიერ პოტენციურად გადასადგმელ ნაბიჯს, რომ „ქართუ ბანკში“ დროებითი მმართველობა შეიყვანონ. ეს ნაბიჯი იქნება პირდაპირ პოლიტიკურად მოტივირებული“, - განაცხადა ალასანიამ.

არაერთი კითხვის მიუხედავად, ალასანიამ არ დააკონკრეტა, რომელ კრედიტორებზეა საუბარი. მისი თქმით, არ სურს, საფრთხე შეუქმნას პროცესის უშუალო მონაწილე იმ ბიზნესმენებს, რომლებმაც მას ინფორმაცია მიაწოდეს.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები