კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

კოკოითი საზღვარზე საერთაშორისო მონიტორინგის წინააღმდეგია

4 ნოემბერი, 2011

„სამხრეთ ოსეთი“ თავის საზღვრებთან საერთაშორისო დამკვირვებლების დაშვებას არ აპირებს“, - ამის შესახებ „ინტერფაქსს“ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების ლიდერმა, ედუარდ კოკოითიმ განუცხადა .

„ჩვენ არაერთხელ გავახმოვანეთ ჩვენი პოზიცია და მის შეცვლას არ ვაპირებთ“, – აღნიშნა კოკოითიმ.

რამდენიმეთვიანი მოლაპარაკების შემდეგ ქართული და რუსული მხარეები შვეიცარიის მიერ შეთავაზებულ კომპრომისულ წინადადებას დათანხმდნენ. შეთანხმების თანახმად, შესაძლებელი ხდება საქართველო-რუსეთის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვარზე შემოსული ყველა ტვირთის საერთაშორისო მონიტორინგი, რაც ამ ხნის განმავლობაში არ ხდებოდა. მონიტორინგი სპეციალური მონიტორების მიერ განხორციელდება. აგრეთვე, მიღწეულია შეთანხმება ტექნოლოგიაზე, რომლის საშუალებითაც ინფორმაციის გაცვლა მოხდება.

მოლაპარაკების ბოლო რაუნდი ჟენევაში 9-10 ნოემბრისთვის არის დანიშნული. ვმო-ში რუსეთის გაწევრიანების საკითხს 153 ქვეყანა მინისტერიალზე 15 დეკემბერს განიხილავს.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები