კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ტექნიკური უზუსტობა თუ აუქციონი წინასწარ ცნობილი შედეგებით?!

4 ნოემბერი, 2011

თბილისის მერიის მიერ დედაქალაქში ახალი სავაჭრო ჯიხურების განთავსების უფლებასთან დაკავშირებით გამოცხადებული 4 აუქციონი 7, 9, 15 და 16 ნოემბერს უნდა ჩატარდეს. თუმცა, გაზეთმა „რეზონანსმა“ ახალი ჯიხური აუქციონის ჩატარებამდე ორი კვირით ადრე, 2 ნოემბერს, საბურთალოს რაიონში, ბულაჩაურისა და იოსებიძის ქუჩების გადაკვეთაზე აღმოაჩინა.

ამ თემაზე გაზე(თ „რეზონანსის“ 4 ნოემბრის ნომერში გამოქვეყნდა სტატია სათაურით - „აუქციონი წინასწარ ცნობილი შედეგებით?!“

თბილისის მერია ბულაჩაურის ქუჩაზე დადგმული ჯიხურის აღმოჩენის გამო მედიასაშუალებებს მადლობას უხდის. მერიის განცხადების ტექსტს უცვლელად გთავაზობთ: „გვსურს, მადლობა გადავუხადოთ ყველა იმ მედიასაშუალებას, რომელმაც აღმოაჩინა და მოგვაწოდა ინფორმაცია ბულაჩაურის ქუჩაზე მდებარე ჯიხურის შესახებ. მოგახსენებთ, რომ აღნიშნულ ადგილზე გამოცხადებულია აუქციონი. თუმცა, მოხდა ტექნიკური უზუსტობა, რის გამოც ბოდიშს ვუხდით, როგორც ჯიხურის მეპატრონეს, ისე აუქციონში მონაწილეობით დაინტერესებულ პირებს. აღნიშნულ მისამართზე აუქციონი ძალაში რჩება. ხოლო 14 აგვისტოს გაცემული ნებართვის საფუძველზე დადგმული ჯიხურის ადგილის შეცვლა მოხდება. ერთი წლის შემდეგ, როდესაც მისი იჯარის ვადა ამოიწურება, ჯიხურის მფლობელს შესაძლებლობა ექნება, მონაწილეობა მიიღოს აუქციონში“.

თბილისში სავაჭრო ჯიხურების განთავსების უფლების მოსაპოვებლად 4 აუქციონი გაიმართება. მასზე სულ 223 ფართი იქნება გამოტანილი, სადაც გამარჯვების შემთხვევაში მეწარმეები ჯიხურების დადგმას 5 წლის ვადით შეძლებენ.

ინტერპრესნიუსი

ვიდეო

ახალი ამბები