კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მამუკა არეშიძე: „ქართული და რუსული მხარეები სერიოზული დილემის წინაშე დგანან“

4 ნოემბერი, 2011

კავკასიის საკითხებში ექსპერტ მამუკა არეშიძის შეფასებით, რუსეთის ვმო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, შვეიცარიის კომპრომისული წინადადება, რომელიც ქართული და რუსული მხარეებისთვის მისაღებია, საქართველოს კონფლიქტური რეგიონების სტატუსთან წინააღმდეგობაში მოდის.

„არ ვიცით, როგორ იქნება დოკუმენტში გაწერილი ყველაზე მთავარი საკითხი - რომელ საზღვრებზე განთავსდებიან საერთაშორისო მონიტორები, ეს იქნება რუსეთ-საქართველოს, თუ რუსეთ-აფხაზეთის, ან რუსეთ-ე.წ. სამხრეთ ოსეთის საზღვარი. დიდი მნიშვნელობა აქვს თუ რა ფორმულირებით ჩაიწერება ეს შეთანხმებაში. თუ დაკონკრეტდება, რომ ეს იქნება რუსეთ-საქართველოს საზღვარი, მაშინ გამოვა, რომ მოსკოვს უკან მიაქვს ამ რეგიონების დამოუკიდებლობის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება და საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას აღიარებს, ხოლო თუ ჩაიწერება, რომ მონიტორები რუსეთ-აფხაზეთისა და რუსეთ-ე.წ. სამხრეთ ოსეთის საზღვრებზე განთავსდებიან, მაშინ გამოდის, რომ საქართველო აღიარებს ამ რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობას“, - განუცხადა არეშიძემ "ინტერპრესნიუსს".

მისივე აზრით, ამ შეთანხმებით ორივე მხარე სერიოზული დილემის წინაშე დგას:
„ჩემი აზრით, საქართველოსთვის ისე კარგად არ უნდა იყოს საქმე, როგორც ერთი შეხედვით ჩანს, რადგან მოსკოვი, როგორც წესი, ასეთი ტიპის დათმობებზე იოლად არ მიდის“.

რამდენიმეთვიანი მოლაპარაკების შემდეგ ქართული მხარე შვეიცარიის მიერ შეთავაზებულ კომპრომისულ წინადადებას დათანხმდა. შეთანხმების თანახმად, შესაძლებელი ხდება საქართველო-რუსეთის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვარზე შემოსული ყველა ტვირთის საერთაშორისო მონიტორინგი, რაც ამ ხნის განმავლობაში არ ხდებოდა. მონიტორინგი სპეციალური მონიტორების მიერ განხორციელდება. აგრეთვე, მიღწეულია შეთანხმება ტექნოლოგიაზე, რომლის საშუალებითაც ინფორმაციის გაცვლა მოხდება.

3 ნოემბერს კი რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ მოსკოვი მზადაა, მიიღოს კომპრომისული ვარიანტი ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანებისთვის.

სავარაუდოდ, მხარეებს შორის საბოლოო შეთანხმება 10 ნოემბერს გაფორმდება.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები