კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სტუდენტური ქველმოქმედება

7 ნოემბერი, 2011

სტუდენტურმა ორგანიზაციამ ,,სტუდენტური ნაბიჯი პროგრესისკენ“ თბილისობის დღესასწაულზე გამართა საქველმოქმედო აქცია „სტუდენტ არტ“, რომელშიც სამხატვრო აკადემიის სტუდენტები მონაწილეობდნენ. აქცია ითვალისწინებდა ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვას.
 
ფერწერული ნახატების, სკულპტურების, ხელნაკეთი სამკაულების და სხვა ნამუშევრების გაყიდვიდან შემოსული თანხით სტუდენტებმა 3 ნოემბერს, საერთაშორისო საქველმოქმედო ჰუმანიტარულ ასოციაცია „ბეთელს“ აუცილებელი ჰიგიენის ნივთები და ტკბილეული მიართვეს.

„ბეტელის“ დირექტორის ლიანა ჩოფლიანის განმარტებით, „ბეთელი“ ძვ. ებრაულად ღმერთის სახლს ნიშნავს. თბილისში „ბეთელის“ მოხუცთა თავშესაფარი 2005 წლიდან ფუნქციონირებს. აქ დღეს 43 მოხუცი ყავთ, მათ შორის არიან აფხაზეთიდან და ცხინვალიდან დევნილები, ერთი ჩეჩენიც ლტოლვილი. თავშესაფარს, ძირითადად, უცხოეთიდან აფინანსებენ სხვადასხვა ქრისტიანული ორგანიზაციები.

მიუხედავად იმისა, რომ „ბეთელი“ შედარებით კეთილმოწყობილია და მოხუცებს აქვთ უკეთესი პირობები, ვიდრე სხვა მოხუცთა თავშესაფრებს, პრობლემები აქაც არსებობს.

არასამთავრობო ორგანიზაცია ,,სტუდენტური ნაბიჯი პროგრესისკენ“ დამფუძნებელი ამირან ლაფაჩიძე მოხუცებს დაპირდა, რომ სტუდენტები თავიანთ წვლილს შეიტანენ თავშესაფრის პრობლემების დაძლევაში.

მარიამ ხურციძე

ახალი ამბები