კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გონიოს მოსახლეობა საროსკიპოების დახურვას მოითხოვს

7 ნოემბერი, 2011

6 ნოემბერს გონიოს მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა. ისინი საცხოვრებელ სახლებში გახსნილი სასტუმროების გაუქმებსა და ნაქირავებ ფართებში მცხოვრები ქალების გაძევებას ითხოვენ. ადგილობრივ მცხოვრებთა თქმით, სახლები იჯარით თურქ ბიზნესმენებს აქვთ აღებული და მას ბორდელებად იყენებენ.

„უზბეკი, სომეხი, ქართველი ნახევრად შიშველი ქალები გამოდიან ამ სახლებიდან საღამოს 10 საათიდან. სოფელში ბორდელებია გახსნილი. აქვე სკოლაა და ბავშვები დადიან. პასუხი უნდა მოვთხოვოთ ბინის მფლობელებს და იმათ, ვინც პატრონობს მათ ზემოდან. პოლიციას დახმარება ვთხოვეთ, მაგრამ მათ აშკარად მფარველობენ“, - ამბობს გონიოს ერთ-ერთი მკვიდრი.

აღნიშნული სასტუმროების დახურვის მიზნით გონიოელებმა წერილობით ბათუმის მერიასაც მიმართეს, მაგრამ მუციპალიტეტი მათ დახმარებას მხოლოდ ხმამაღალი მუსიკის აღკვეთაში დაპირდა.

ადამიანის უფლებათა ცენტრი გაქირავებული სასტუმროს ტიპის საცხოვრებელი სახლის მფლობელებთან სცადა კომენტარის მიღება. თუმცა, მათ კომენტარზე უარი განაცხადეს. გონიოს პოლიციის სამსახური საკონტაქტო ტელეფონს არ პასუხობს.

გონიოს 500-მდე მცხოვრები წერილს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს დავით ბაქრაძესაც უგზავნის. ისინი ხელისუფლებისგან გონიოს ცენტრში სასტუმროს ტიპის საცხოვრებელ სახლებში საროსკიპოების დახურვას ითხოვენ.

მაკა მალაყმაძე, აჭარა

ახალი ამბები