კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

კონდოლიზა რაისი 2008 წლის აგვისტოში სერგეი ლავროვთან საუბარს იხსენებს

8 ნოემბერი, 2011

აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივნის, კონდოლიზა რაისის ახალი წიგნი უკვე გახდა განხილვისა და ანალიზის საგანი, - წერს Washington Post-ი.

გამოცემის ცნობით, წიგნი რაისის დიპლომატიურ პრაქტიკასა და ცალკეულ შემთხვევაში პროტოკოლის მნიშვნელოვან დარღვევას ეხება.

როგორც Washington Post-ი წერს, 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის დროს ბუშის ადმინისტრაცია შუამავლის როლის შესრულებას ცდილობდა.

კონდოლიზა რაისი წიგნში - No Higher Honor-ში წერს, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა დაურეკა და რუსული მხარის სამი მოთხოვნის შესახებ აცნობა.

პირველი ორი მოთხოვნა კონდოლიზა რაისმა შესრულებადად ჩათვალა – საქართველოს ხელი უნდა მოეწერა ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებაზე და ჯარები ყაზარმებში დაებრუნებინა. მესამე მოთხოვნა კი გაცილებით რთული გადასაწყვეტი იყო.
 
„სერგეიმ მაშინ თქვა, რომ მესამე მოთხოვნა მხოლოდ ჩვენ გვეხებოდა – თქვა, მიშა სააკაშვილი უნდა წავიდესო. მე ყურებს არ დავუჯერე და რეაგირება მოვახდინე ინსტიქტურად, ანალიზის გარეშე. სერგეი, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან დემოკრატიულად არჩეული პრეზიდენტის გადადგომაზე არ ლაპარაკობს, - ვუთხარი მე. მესამე პირობის შესრულება შესაძლებელია იმდენად, რამდენადაც ვაპირებ, შეძლებისდაგვარად ყველას შევატყობინო, რომ რუსეთს საქართველოს პრეზიდენტის გადადგომა სურს. მან გაიმეორა, მე ვთქვი, რომ ეს მხოლოდ ჩვენს შორის რჩება. არა, ვუპასუხე, ეს მხოლოდ ჩვენს შორის არა, ვაპირებ, ყველას გავაგებინო“, - ასეთ ციტატას აქვეყნებს Washington Post-ი კონდოლიზა რაისის წიგნიდან.

შემდეგ, რაისი წერს, რომ მივიდა ტელეფონთან და მთელ მსოფლიოში რეკვა დაიწყო - დაურეკა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველ სტივენ ჰედლის, შემდეგ ბრიტანელებს, ფრანგებს და სხვებს, აცნობა გაერო-ს უშიშროების საბჭოსაც.

„ეს ნაბიჯი შესაძლოა, არ იყო დიპლომატიური, მაგრამ იყო გამჭრიახი“, - აღნიშნავს Washington Post-ი.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები