დაკავებული ახალგაზრდების მეგობარი პოლიციის შენობას ტრაილერით შეეჯახა
09.11.2011
მამუკა ქანთარია, გურია ნიუსი
ქალაქ ლანჩხუთში ჩხუბი მოხდა, რის გამოც, პოლიციამ სამი ახალგაზრდა დააკავა. დაკავებულთა გაბრაზებული მეგობარი პოლიციის შენობას ტრაილერით სამჯერ დაეჯახა.
ამის შესახებ „გურია ნიუსს“ ინფორმაცია 7 ნოემბერს, გვიან ღამით მიაწოდეს. როგორც ყოველთვის, პოლიცია კომენტარს არ აკეთებს. ამიტომ ამ ეტაპზე მხოლოდ ჩვენს მიერ ნანახითა და თვითმხილველთა ნაამბობით უნდა დავკმაყოფილდეთ. შემთხვევის ადგილზე ღამითვე გავედით. 23 საათისთვის შემთხვევა უკვე მომხდარი იყო - ადგილზე კრიმინალური სამსახური და ექსპერტიზის ბიურო მუშაობდა.
როგორც ირკვევა, ტრაილერის მძღოლი, რომელიც, სავარაუდოდ, არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა, ტრაილერის უკანა ნაწილით შეეჯახა პოლიციის შენობას მთავარი შესასვლელის მხრიდან.
„კარგა ხნის დაღამებული იყო, როცა ზედიზედ გავიგონეთ სამი ძლიერი დარტყმის ხმა. გავიხედეთ და დავინახეთ პოლიციის შენობას ტრაილერი შეჯახებოდა“, - გვითხრა ერთ-ერთმა მოქალაქემ.
მართალია, ტრაილერი სამჯერ შეეჯახა შენობას, მაგრამ კედლის ჩამონგრევა ვერ მოახერხა - შენობას მხოლოდ ნალესი ჩამოეშალა და დაზიანდა წარწერა. უფრო დიდი ნგრევა შეჯახებას შიგნიდან გამოუწვევია.
რა გახდა პოლიციის შენობაზე თავდასხმის მიზეზი?
ზუსტი ინფორმაციის მოპოვება ჩვენთვის შეუძლებელი გახდა. ერთ-ერთი ვერსიით, რომლის გადამოწმება ვერ მოხერხდა. შემთხვევას წინ უსწრებდა ქალაქის ცენტრში ახალგაზრდებს შორის შეხლა-შემოხლა. პოლიციას რამდენიმე ახალგაზრდა დაუკავებია და მათი მეგობარი სწორედ ამიტომ მისულა პოლიციაში თავისი ტრაილერით. სავარაუდოდ, ის შენობაში არ შეუშვეს და ასე გადაწყვიტა მძღოლმა „მეგობრების დახმარება“.
ჩვენი ინფორმაციით, მძღოლი ადგილზე დააკავეს და თუ ქალაქში გავრცელებულ ხმებს დავუჯერებთ, გვარიანადაც ცემეს. სავარაუდოდ, მას ბრალს საკმაო მძიმე მუხლებით წაუყენებენ.
უკვე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, გამოძიებაზე ზედამხედველობას ოზურგეთის პროკურატურა აწარმოებს. არსებული ინფორმაციით, შემთხვევის ღამესვე საქმის კურსში ჩააყენეს შს მინისტრი ვანო მერაბიშვილი.
ორიგინალი
დატოვეთ თქვენი კომენტარი
სხვა სიახლეები
აშშ გმობს 17 მაისის ჰომოფობიურ ძალადობას თბილისში
17 მაისის ძალადობასთან დაკავშირებით ოთხი პირია დაკავებული
„არა ძალადობას“ - აქცია ბათუმში
საქართველო "საუკეთესო ქვეყნები დედობისთვის" რეიტინგში 94-ე ადგილზეა
რუსთავში დანაშაულის აღკვეთისას მოქალაქე დაიჭრა
არქივი
ბლოგი
ქართული პოლიტიკური რეკლამის ისტორიული ექსკურსი
ვრცლად...
წინასაარჩევნო სარეკლამო დაპირებები
პოლიტიკური რეკლამების ხარისხი და მიზანი
რედაქტორის აზრი
ადამიანის უფლებათა ცენტრი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესებს დააკვირდება
ვრცლად...
საერთაშორისო ზეწოლის შედეგად სახელმწიფო აუდიტმა და აღსრულების ეროვნულმა ბიურომ რეპრესიები შეაჩერეს
აგვისტოს ომი - ვინ არის დამნაშავე?
გამოკითხვა
თქვენი აზრით, პარლამენტის მიერ ცოტა ხნის წინ გათავისუფლებული პოლიტპატიმრები იმსახურებდნენ თუ არა განთავისუფლებას?

