კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

უკიდეგანო რუსეთი დე ფაქტო აფხაზეთს ერთ პატარა სოფელს ედავება

9 ნოემბერი, 2011

რუსეთი და აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება ე.წ. სახელმწიფო საზღვრის შესახებ ორი დოკუმენტის გაფორმებას გეგმავენ. ამის შესახებ საგენტო „აპსნი პრესი“ იუწყება.

რუსეთსა და დე ფაქტო აფხაზეთს შორის ე.წ. სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და საზღვაო სივრცის გამიჯვნის საკითხებზე რუსული და აფახაზური მხარეების შეხვედრა სოხუმში გაიმართა და კონსულტაციები კიდევ ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება. სამდღიანი მუშაობის დასრულების შემდეგ კი მხარეები პროტოკოლს გააფორმებენ.

რუსული დელეგაციის ხელმძღვანელის ვადიმ პოსტნოვის განცხადებით, მომზადებულია ორი შეთანხმების პროექტი – "რუსეთის ფედერაციისა და აფხაზეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის" და "შავ ზღვაში საზღვაო სივრცის გამიჯვნის" შესახებ.

„ეს ორი დოკუმენტი მუშაობის ძალიან დიდი ფრონტს ხსნის. უნდა გამოითქვას შეხედულებები – შეიძლება თუ არა ისინი მივიღოთ, როგორც საფუძველი და გავაგრძელოთ თუ არა მათზე მუშაობა. ჩვენ სიამოვნებით მოვისმენთ თქვენს შენიშვნებს, რომლებიც ალბათ, სწორი და სასარგებლო იქნება, რამდენადაც ეს დოკუმენტები ეხება აფხაზეთსაც და რუსეთსაც“, - განაცხადა პოსტნოვმა.

აფხაზური დელეგაციის ხელმძღვანელმა, დე ფაქტო პარლამენტის წევრმა ვალერი ყვარჩიამ კი შეხვედრაზე გაგრის რაიონის სოფელ აიბღას საკითხი დააყენა, რომელიც რუსული მხარის წინა შეხვედრაზე წარმოდგენილი პროექტის მიხედვით რუსეთის ფედერაციის საზღვრებში უნდა შესულიყო.

ყვარჩიამ შეხვედრის მონაწილეებს ინფორმაცია მიაწოდა სოფელში არსებული მდგომარეობის შესახებ და აღნიშნა, რომ სოფელში ზაფხულში მხოლოდ 30-მდე ადამიანი ცხოვრობს, ზამთარში კი მხოლოდ რამდენიმე ადამიანი რჩება.

ოფიციალური თბილისი აფხაზეთის არაღიარებული რესპუბლიკისა და რუსეთის ფედერაციის „სახელმწიფო“ საზღვრის დელიმიტაციისა და საზღვაო სივრცეების გამიჯვნის საკითხებზე სოხუმში გამართულ შეხვედრას გმობს. აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია: „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ საერთაშორისო-სამართლებრივი თვალსაზრისით, ოკუპანტ ქვეყანასა და მის მიერვე შექმნილ საოკუპაციო რეჟიმს შორის ე.წ მოლაპარაკებები არის უკანონო და მათ შორის მიღწეულ შეთანხმებებს არავითარი სამართლებრივი შედეგები არ ექნება. ერთადერთ მხარეს, რომელთანაც საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის თაობაზე (როგორც სახმელეთო საზღვრის, ასევე საზღვაო სივრცეების გამიჯვნის თაობაზე) მოლაპარაკებები შესაძლებელია რომ მიმდინარეობდეს, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება წარმოადგენს“.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები