კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მულტსერიალ „დარდუბალას“ კომპანია 7Z გადაიღებს

10 ნოემბერი, 2011

მულტსერიალ „დარდუბალას“  კომპანია 7Z გადაიღებს, რომელიც  ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში  დაახლოებით ერთ თვეში გავა.

სერიალის დაფინანსების სურვილი პოლიტიკაში წასულმა ბიზნესმენმა ბიძინა ივანიშვილმა გამოთქვა და 17 ოქტომბერს პროექტის პროდიუსერ შალვა რამიშვილთან შეთანხმებასაც მიაღწია.

 7Z-ის ხელმძღვანელი ოპოზიციური „ქართული პარტიის“ პოლიტსაბჭოს წევრი სოფიო ხორგუანია, რომელიც ამ კომპანიას 2009 წლიდან მართავს, მანამდე 100%-იანი წილის მფლობელი და დირექტორი ლელა ფირალიშვილი იყო.  სამეწარმეო რეესტრის მონაცემებით 2010 წელს 7Z-ის წილების გადანაწილდა -  „33% -33%-ის მფლობელი სოფიო ხორგუანი და შალვა რამიშვილის მეუღლე, თეა აბაშმაძე გახდნენ, ამდენივე დარჩა ლელა ფირალიშვილსაც.

ივანიშვილთან გამართული მლაპარაკებების შემდეგ კი კომპანიის 15% შალვა რამიშვილის საკუთრება გახდა, მისმა მეუღლემ საკუთარი წილი შეინარჩუნა, ხორგუანს საკონტროლო 51%-ის გადაეცა, ფირალიშვილი კი საერთოდ გავიდა კომპანიიდან.

7Z დარეგისტრირებულია როგორც საკონსულტაციო კომპანია, რომლის ძირითადი საქმიანობა კვლევების ჩატარება,  რეკლამებისა და სატელევიზიო გადაცემების მომზადებაა. ეს კომპანია აწარმოებდა მულტსერიალ „სამსონაძეებს“, რომელიც 2009-2010 წლებში ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გადიოდა. მისი დამზადებულია „ბარამბოს“, „სენტასა“ და კიდევ რამდენიმე ფირმის სარეკლამო რგოლები. 7Z აკეთებს შალვა რამიშვილის გადაცემა „აკრედიტაციის გარეშესაც“, რომელიც ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადის. სოფიო ხორგუანის თქმით, კომპანია მხოლოდ გადაცემის დამზადებითაა დაკავებული და ეთერში გაშვება მათი პრეროგატივა არ არის.

7Z-ში მე მხოლოდ ფინანსური და სამართლებრივი საკითხები მაბარია. ჩემი პოლიტიკური შეხედულებები ჩემ კომპანიასთან  კავშირში არ არის,“ - უთხრა media.ge-ს სოფიო ხორგუანმა.

პოპულარული  სერიალი ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში „დარდუბალას“  სახელით 1999-2000 წლებში გადიოდა, მასში  გაშარჟებული იყო პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე. სერიალის ჩვენება 2002 წლამდე  „ჩვენი ეზოს“  სახელით გაგრძელდა. მას „სტუდია ვაშა“ ამზადებდა, რომლის ერთ-ერთი პროდიუსერი შალვა რამიშვილი იყო. „ვარდების“ რევოლუციის შემდეგ ტელეეთერში „დარდუბალა 2“ გამოჩნდა. ამჯერად,  მისი მთავარ გმირები პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და შს მინისტრი ვანო მერაბიშვილი იყვნენ.

Media.ge

ახალი ამბები