კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ერთი ნულით ნაკლები

10 ნოემბერი, 2011

ქართულმა სასამართლომ რეპრესირებულებს კომპენსაციად 400 ლარი განუსაზღვრა, ევროსასამართლომ - 4000 ევრო

მარიამ ხურციძე

პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლთა საკითხზე დისკუსიები ბოლო დროს ძალიან აქტუალური გახდა. 2011 წელს საქართველოს კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებებით პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარებულ პირებსა და მათ მემკვიდრეებს სახელმწიფოსაგან ფულადი კომპენსაციის მოთხოვნის უფლება მიეცათ, მაგრამ...

კანონით არ არის დადგენილი ფულადი კომპენსაციის ზუსტი ოდენობა. თითოეულ შემთხევაში, თანხის ოდენობას განსაზღვრავს სასამართლო. თუმცა, აუცილებელია, რომ სარჩელში კონკრეტულად მიეთითოს, თუ რა თანხას მოითხოვს მოსარჩელე (მაგალითად - 15000 ლარი).

ფულადი კომპენსაციის ოდენობა დამოკიდებულია რეპრესიის ფორმის სიმძიმესა და ხანგრძლივობაზე. აგრეთვე, რეპრესირებული პირის ან მისი პირველი რიგის მემკვიდრის ასაკზე, ჯანმრთელობის მდგომარეობასა და სხვა ობიექტურ ფაქტორებზე. ფულადი კომპენსაცია შეიძლება მიეცეს პირს, რომელმაც: 1921 წლის 25 თებერვლიდან 1990 წლის 28 ოქტომბრამდე რეპრესია განიცადა თავისუფლების აღკვეთის, გადასახლების, ან გარდაიცვალა პოლიტიკური რეპრესიის შედეგად და სასამართლოს გადაწყვეტილებით, აღიარებულია პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად.

ადამიანის უფლებათა ცენტრს მომართა მოქალაქე ზეინაბ ბურდიაშვილმა, რომელიც სტალინური რეპრესიების მსხვერპლის, დიმიტრი ბურდიაშვილის ქალიშვილია. დიმიტრი ბურდიაშვილი 1942 წლის 17 ოქტომბრის საბჭოთა წყობილების წინააღმდეგ შეთქმულების მოწყობის ბრალდებით დახვრიტეს. მოგვიანებით მოხდა დიმიტრი ბურდიაშვილის რეაბილიტაცია და იგი  რეპრესირებულად ცნეს.

დღევანდელი მდგომარეობით, საქართველოში ასეულობით რეპრესირებული და მათი პირველი რიგის მემკვიდრე ცხოვრობს. ამ მოქალაქეების მიმართ სახელმწიფომ აიღო გარკვეული ვალდებულება კანონის - „პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ“ საფუძველზე. ამისთვის აუცილებელია, მან სარჩელი 2014 წლის იანვრამდე შეიტანოს თბილისის საქალაქო სასამართლოში ფულადი კომპენსაციის მოთხოვნით, სადაც მოპასუხე მხარედ წარმოდგენილი იქნება საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ზეინაბ ბურდიაშვილს, როგორც რეპრესირებულის პირველი რიგის მემკვიდრეს, კომპენსაციის სახით მხოლოდ და მხოლოდ 400 ლარი დაუმტკიცა.

ზეინაბ ბურდიაშვილმა მირებული სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა, გასაჩივრებული გადაწყვეტილებების სამართლებრივი უსწორებებში შეტანილი იქნა ის გარემოებები რაც სასამართლომ არ გაითვალისწინა როდესაც ზეინაბ ბურდიაშვილის საქმეს განიხილავდა. მაგალითად: მოსარჩელის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ასაკი - ზეინაბ ბურდიაშვილი დაბადებულია 1939 წელს, არის ხანდაზმული, 72 წლის, მისმა ოჯახმა დაკარგა მარჩენალი მამა, რომელიც უკანონოდ იქნა დახვრეტილი.

სააპელაციო გასაჩივრებაც უშედეგოდ დამთავრდა, ზეინაბ ბურდიაშვილს სასამართლომ კვლავ 400 ლარით დაკმაყოფილება შესთვაზა. სასამართლო შეფასებაში  კი წერია: „სასამართლო, მხედველობაში იღებს რა საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების სმხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ, კანონის მე-9 მუხლის მე-4 პუნქტში მითითებულ გარემოებებს, კერძოდ კი მოსარჩელის ჯანმრთელობასა და სხვა ობიქტურ ფაქტორებს, მოსარჩელე ზეინაბ ბურდიაშვილის მიაკუთნებს ფულად კომპენსაციას 400 (ოთხასი) ლარის ოდენობით“.

სასამართლოს განმარტებითვე, დღევანდელი ქართული სახელმწიფო აღიარებს პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა მიერ განცდილ მორალურ და ფიზიკურ ზიანს და იმავდროულად მიუთითებს, რომ პრაქტიკულად შეუძლებელია სახელმწიფოს მიერ მიღებულმა ღონისძიებებმა სრულად აანაზღაუროს პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა მიერ განცდილი ზიანი.

თბილისის საქალაქო სასამართლო თავის გადაწყვეტილებაში აღნიშნავს, რომ გარდა მორალური კომპენსაციისა, სახელმწიფომ სხვადასხვა ფორმით (მათ შორის - მსხვერპლთა რეაბილიტაციისა და კანონის - „საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ“ მიღების გზით) დაადგინა რეპრესირებულთა სოციალური დაცვის სხვადასხვა გარანტიები.

„ამით სახელმწიფომ გამოხატა თანადგომა კომუნისტური რეჟიმის მსხვერპლთა მიმართ მათ მიერ განცდილი ზიანის შეძლებისდაგვარად შემსუბუქების მიზნით. პოლიტიკურიი რეპრესიების, უშუალო მსხვერპლთა მიერ რეალურად განცდილი უსამართლობისა და ტანჯვის გათვალისწინებით, სასამართლო აცნობიერებს, რომ პრაქტიკულად შეუძლებელია, ზემოაღნიშნულმა ღონისძიებებმა, მათ შორის - მიკუთვნებულმა კომპენსაციამ სრულად აანაზღაუროს პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა განცდილი ზიანი“, - აღნიშნულია თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაში.

ზეინაბ ბურდიაშვილი აცხადებს, რომ სახელმწიფოსგანს „სხვა სახის თანადგომა“, ფაქტობრივად, მხოლოდ მუნიციპალური ტრანსპორტით 10 თეთრად მგზავრობაა. სხვა არანაირ დახმარებას მას სახელმწიფო არ უწევს.

ზეინაბ ბურდიაშვილი აპირებს, სტრასბურგში ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს მიმართოს და სამართალი იქ ეძიოს.

აღსანიშნავია, რომ საქართველოდან სტრასბურგის სასამართლოს რეპრესირებულებმა უკვე მიმართეს. ერთ-ერთი სარჩელი ეკუთვნოდა ძმებ კლაუს და იური კილაძეებს. 2010 წლის 2 თებერვალს სტრასბურგის სასამართლომ საქმეზე სახელწოდებით „კლაუს და იური კილაძეები საქართველოს წინააღმდეგ“, გადაწყვეტილება კილაძეების სასარგებლოდ გამოიტანა. საქართველოს სახელმწიფოს დაეკისრა ძმებისთვის ფულადი კომპენსაციის 4000-4000 ევროს გადახდა და ასევე ზოგადი ღონისძიებების გატარებაც, რომელიც  იმავე მდგომარეობაში მყოფი პირების უფლებების რეაბილიტაციას მოახდენდა.

ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტის, ეკა ქობესაშვილის შეფასებით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკმაოდ არაადეკვატურია: „400 ლარი არის თანხა, რითაც შეურაცხყოფა მიაყენეს ამ ადამიანებს. სასამართლო თვითონვე აღნიშნავს, რომ ეს კომპენსაცია არ არის ადეკვატური და მიყენებულ ზიანს ვერ აანაზღაურებს... მაგრამ რა თანხაა ეს, საიდან განისაზღვრა ეს ოდენობა და რატომ, კონკტერულად როდის აუნაზღაურდებათ ამ ადამიანებს მიყენებული ზიანი - ეს სასამართლოს გადაწყვეტილებაში არ არის განსაზღვრული. ამიტომ მათ დარჩათ ერთი გზა - მიმართონ სტრასბურგის სასამართლოს და იქ ედავონნ სახელმწიფოს, რადგან საქართველოში ყველანაირი ინსტანცია ამოწურეს“.

ახალი ამბები