კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

დასუფთავების გადასახადი ისევ ელექტროენერგიის ტარიფზე იქნება მიბმული

11 ნოემბერი, 2011

10 ნოემბერს სააპელაციო სასამართლომ განიხილა „ქრისტიან-დემოკრატების“ სარჩელი, რითაც დენის ტარიფზე დასუფთავების გადასახადის დაკავშირების გაუქმებას ითხოვდნენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ქდმ-დან აცნობეს, სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა საკრებულოს გადაწყვეტილება და „ქრისტიან-დემოკრატების“ სარჩელი არ დააკმაყოფილა.

ქდმ-ს წარმომადგენლების, გიორგი ახვლედიანის და ჯაბა სამუშიას განცხადებით, საკრებულოს გადაწყვეტილების გამო თბილისის მოსახლეობის 90 პროცენტის სოციალური მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა.

„აღნიშნული ფაქტი კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ სასამართლო არაობიექტურია. წინააღმდეგ შემთხვევაში, მას არ გაუჭირდებოდა აღნიშნული სარჩელის დაკმაყოფილება და საკრებულოს უსამართლო გადაწყვეტილების შეჩერება, რადგან ჩვენი სამართლებრივი არგუმენტაცია მყარი და კარგად დასაბუთებული იყო“, - განაცხადა გიორგი ახვლედიანმა.

მოძრაობის ლიდერების განცხადებით, ისინი საკრებულოს გადაწყვეტილებას ყველა ვადის დაცვით საკასაციო წესით უზენაეს სასამართლოშიც გაასაჩივრებენ.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები