კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ბიძინა ივანიშვილის ახლობლების დევნა გრძელდება

11 ნოემბერი, 2011

ბიძინა ივანიშვილის პრესსამდივნოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულია ბიძინა ივანიშვილის დისშვილის მეგობარი ზაზა კობახიძე.

ზაზა კობახიძე ვაზიანის სამხედრო ბაზაზე მსახურობდა. ზაზა კობახიძეს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა უკვე შეუფარდეს, ოფიციალურ ბრალად მას იარაღის უკანონო შენახვა ტარება წაუყენეს.

დაკავებამდე რამდენიმე დღით ადრე, ის დაკითხვაზეც იმყოფებოდა. სამართალდამცველებს  ზაზა კობახიძისგან აინტერესებდათ, თუ რა სახის ურთიერთობა ჰქონდა ბიძინა ივანიშვილის დისშვილთან. ზაზა კობახიძემ მათ აუხსნა, რომ ბიძინა ივანიშვილის დისშვილთან ბავშვობიდან მეგობრობდა და ისინი წარმოშობით ერთი სოფლიდან იყვნენ.

ზაზა კობახიძე სამართალდამცველებმა კვირას, 6 ნოემბერს, საკუთარ საცხოვრებელ სახლთან დააკავეს, როცა ის სამების საკათედრო ტაძარში კობახიძეების გვარის კურთხევაზე მიდიოდა.

Humanrights.ge

ახალი ამბები