კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პარლამენტმა საპენსიო ამნისტია დაამტკიცა

11 ნოემბერი, 2011

პარლამენტმა საპენსიო ამნისტიასთან დაკავშირებული კანონი დაამტკიცა. დღევანდელი პლენარული სხდომის დაწყებისას, პარლამენტმა მესამე მოსმენით კენჭი უყარა ამნისტიის შესახებ კანონს.

მიღებული გადაწყვეტილებით, პენსიონერებს 2011 წლის 1 ნოემბრამდე (1 აპრილის ნაცვლად) შეცდომით ზედმეტად დარიცხული პენსიის უკან დაბრუნება აღარ მოუწევთ. კერძოდ, იმ შემთხვევაში, როცა ზედმეტი თანხის დარიცხვა პენსიონერის მიერ არასწორი მონაცემების წარდგენას მოჰყვა.

შესაბამისი თანხა ლეგალიაზაციას დაექვემდებარება და მასზე არ გავრცელდება კანონის ის მოთხოვნა, რომლის მიხედვითაც, ზედმეტად დარიცხული პენსიის დაბნრუნება კომპეტენტური ორგანოს გადაწყვეტილებით არის შესაძლებელი.
საკანონმდებლო ინიციატივის ავტორია უმრავლესობის წევრი გიორგი გოდაბრელიძე.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები