კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება

17 ნოემბერი, 2011

საქართველოში მორიგი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებამდე ერთი წელიც აღარ რჩება. სამწუხაროდ, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიმდინარე მოლაპარაკებები, ფაქტობრივად, უშედეგოდ დასრულდა, რის გამოც ვერ მოხერხდა სამართლიანი და კონკურენტული საარჩევნო გარემოსთვის აუცილებელი საკანონმდებლო ბაზის ჩამოყალიბება. პრობლემები რჩება მედიის თავისუფლებისა და ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებშიც, რომელთა გადაჭრის გარეშეც არჩევნებზე ამომრჩეველთა თავისუფალი ნების დაფიქსირება შეუძლებელია.

შექმნილ ვითარებაში განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა აქვს საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და მთლიანად საზოგადოების აქტიურად ჩართვას ნორმალური საარჩევნო გარემოს ფორმირების პროცესში.
განცხადებაზე ხელმომწერი ორგანიზაციები მივიჩნევთ:

• არსებული ვითარების შესაცვლელად საკმარისი არ არის ცალკეული ორგანიზაციების აქტივობა და   საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მიზნით აუცილებელია, გადავიდეთ  ერთობლივ კოორდინირებულ ქმედებებზე;

•  საარჩევნო გარემოს მონიტორინგი უნდა დაიწყოს ახლა და არა არჩევნების დანიშვნის შემდეგ;

• არსებული ვითარების მონიტორინგთან ერთად, მნიშვნელოვანია კონკრეტული წინადადებების ინიცირება საკანონმდებლო ბაზის დახვეწისა და კონკრეტული უწყებების საქმიანობის გაუმჯობესების მიზნით;

• დარღვევების დაფიქსირებასთან ერთად, უნდა მივაღწიოთ უფლებამოსილი ორგანოების მხრიდან ასეთ ფაქტებზე რეაგირებასა დაკანონმდებლობის დამრღვევ პირებზე პასუხისმგებლობის დაკისრებას.

ამ მიზნების მისაღწევად, ჩვენი საქმიანობის ეფექტურად წარმართვისათვის ქვემოთ ხელის მომწერმა ორგანიზაციებმა გადავწყვიტეთ, გავაერთიანოთ ჩვენს ხელთ არსებული რესურსები   და ვაფუძნებთ კოალიციას „არჩევნის თავისუფლებისთვის“.

საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებისთვის ბრძოლაში ჩვენ ვითანამშრომლებთ როგორც ქართულ, ისე საერთაშორისო საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან, პოლიტიკურ პარტიებთან და დიპლომატიურ კორპუსთან. ამასთან, განსაკუთრებულ მნიშვნელობას მივანიჭებთ კოალიციის საქმიანობის გაშლას რეგიონებში და აქტიურ თანამშრომლობას ადგილობრივ არასამთავრობო და მედია ორგანიზაციებთან.

1. ირაკლი მელაშვილი    ექსპერტი საარჩევნო საკითხებში
2. ზვიად ქორიძე    მედია ექსპერტი
3. კოტე კანდელაკი    სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი 
4. უჩა ნანუაშვილი    ადამიანის უფლებათა ცენტრი
5. ია მამალაძე     საქართველოს მედიამონიტორინგის ცენტრი
6. გიორგი ხუციშვილი    კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი
7. დავით ნარმანია    კავკასიის ეკონომიკური და სოციალური კვლევითი
ინსტიტუტი
8. მაგდა პოპიაშვილი    საქართველოს მედიაკლუბი 
9. დავით ლოსაბერიძე    ადგილობრივი დემოკრატიის ქსელის ცენტრი
10. მურმან პატარაია    სამოქალაქო განათლების რესურს-ცენტრი

ახალი ამბები