კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

რადიო „თავისუფლების“ ცნობით, ევროპარლამენტის ანგარიშში ივანიშვილთან დაკავშირებით შესწორება შევა

17 ნოემბერი, 2011

საქართველოს შესახებ ანგარიშში, რომელსაც ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე დღეს განიხილავენ,  ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის საკითხზეც იქნება საუბარი. ამის შესახებ რადიო „თავისუფლებას“ ავსტრიელმა დეპუტატმა ჰანეს სვობოდამ განუცხადა.

მისი თქმით, ანგარიშში სპეციალური შესწორება შევა. „ტექსტი შეიცვლება. საქართველოს მთავრობას მოვუწოდებთ, უარი თქვას პოლიტიკურ ოპონენტებზე არაპროპორციული პოლიტიკური ზეწოლის მოხდენაზე“, - აცხადებს ავსტრიელი დეპუტატი, რომელიც შესწორების ავტორია.

მისივე თქმით, ყველას, ვისაც პოლიტიკურად გააქტიურება სურს, ამის შესაძლებლობა უნდა მიეცეს.

ევროპარლამენტში დღეს, ასოცირების შეთანხმების მოლაპარაკებათა ფარგლებში, საქართველოს შესახებ მომზადებულ ანგარიშს უყრიან კენჭს.

დოკუმენტში განხილულია ყველა სფეროში არსებული მდგომარეობა, ასევე, ევროკავშირსა და საქართველოს შორის თანამშრომლობა. კერძოდ, მიმოხილულია პოლიტიკური დიალოგი და თანამშრომლობა, სამართალი, თავისუფლება, უსაფრთხოება, ეკონომიკა.

დოკუმენტში აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი ოკუპირებულ ტერიტორიებად არის აღიარებული. აქვე შეტანილია მოწოდება რუსეთის მიმართ, გააუქმოს ტერიტორიების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად ცნობის გადაწყვეტილება, მთლიანად შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, დაუშვას აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.

ანგარიშში დაფიქსირებულია მხარდაჭერა ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ საქართველოს ხელისუფლების სტრატეგიისა და ამ სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის მიმართ.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები