კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მასწავლებელი ივანიშვილისთვის მოქალაქეობის დაბრუნების მიზნით ხელმოწერების შეგროვების გამო სამსახურიდან გაათავისუფლეს

17 ნოემბერი, 2011

„სამოქალაქო ერთობის“ საკოორდინაციო საბჭოს წევრის ბაია ამაშუკელის განცხადებით, ვარკეთილის 215-ე საჯარო სკოლის ფიზკულტურის მასწავლებელი ლევან ჯაჯვანი ბიძინა ივანიშვილისთვის მოქალაქეობის დაბრუნების მიზნით ხელმოწერების შეგროვების გამო სამსახურიდან გაათავისუფლეს.

ამის შესახებ ამაშუკელმა „პირველს“ ზურაბ ვაზაგაშვილის სახელობის დარბაზ „ჯაზუში“ „სამოქალაქო ერთობის“ პრესკონფერენციის დაწყებამდე განუცხადა.

„რამდენიმე დღის წინ ლევან ჯაჯვანთან სახლში 3 პოლიციელი მივიდა და პირადი მონაცემები ჩაიწერა, 2-3 დღეში კი ჯაჯვანი სკოლის დირექტორმა დაიბარა და გათავისუფლების შესახებ ამცნო. ყველასთვის ცხადია, რომ აღნიშნული ივანიშვილის მხარდამჭერი ხელმოწერების შეგროვებას უკავშირდება. ლევან ჯაჯვანი აპირებს, დირექტორის ბრძანება სასამართლოში გაასაჩივროს და ჩვენ მას მხარში დავუდგებით“, - განაცხადა ამაშუკელმა.

ცნობისთვის, ზურაბ ვაზაგაშვილის სახელობის დარბაზ „ჯაზუში“ ივანიშვილისთვის მოქალაქეობის დაბრუნების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება მიმდინარეობს.

შტაბის უფოსის შალვა მექვაბიშვილის თქმით, ამ დროისთვის დაახლოებით 80 ათასამდე ხელმოწერაა შეგროვებული.

საინფორმაციო სააგენტო „პირველი“

ახალი ამბები