კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

დაფუძნდა კოალიცია „არჩევანის თავისუფლებისთვის“

17 ნოემბერი, 2011

ინტერპრესნიუსი

ქართულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა კოალიცია „არჩევანის თავისუფლებისთვის“ დააფუძნეს. როგორც მედიასახლ „პალიტრის“ საკონფერენციო დარბაზში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გახდა ცნობილი, კოალიცია 8 არასამთავრობო ორგანიზაციას და ორ ექსპერტს აერთიანებს.

კოალიციის წევრები არიან ექსპერტი საარჩევნო საკითხებში ირაკლი მელაშვილი; მედია ექსპერტი ზვიად ქორიძე; სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრის წარმომადგენელი კოტე კანდელაკი; ადამიანის უფლებათა ცენტრის ხელმძღვანელი უჩა ნანუაშვილი; საქართველოს მედია მონიტორინგის ცენტრის წარმომადგენელი ია მამალაძე; კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრიდან გიორგი ხუციშვილი; კავკასიის ეკონომიკური და სოციალური კვლევითი ინსტიტუტიდან დავით ნარმანია; საქართველოს მედია კლუბის ხელმძღვანელი მაგდა პოპიაშვილი; ადგილობრივი დემოკრატიის ქსელის ცენტრის წარმომადგენელი დავით ლოსაბერიძე; სამოქალაქო განათლების რესურს-ცენტრის წარმომადგენელი მურმან პატარაია.

როგორც საქართველოს მედია კლუბის ხელმძღვანელმა მაგდა პოპიაშვილმა განაცხადა, მორიგი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებამდე ერთ წელზე ნაკლები დრო რჩება და აუცილებელია ქვეყანაში სამართლიანი და კონკურენტული საარჩევნო გარემოსთვის აუცილებელი საკანონმდებლო ბაზის ჩამოყალიბება.

მისი თქმით, პრობლემები რჩება მედიის თავისუფლებისა და ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებში.

„მათი გადაჭრის გარეშე არჩევნებზე ამომრჩეველთა თავისუფალი ნების დაფიქსირება შეუძლებელია. შექმნილ ვითარებაში განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა აქვს საზოგადოებრივი ორგანიზაციების და საზოგადოების აქტიურ ჩართვას ნორმალური საარჩევნო გარემოს ფორმირების პროცესში. საარჩევნო გარემოს მონიტორინგი უნდა დაიწყოს ახლა და არა არჩევნების დანიშვნის შემდეგ“, - განაცხადა მაგდა პოპიაშვილმა.

კოალიცია „არჩევანის თავისუფლებისთვის“ პრობლემურ საკიხებზე რეკომენდაციებს შეიმუშავებს და უფლებამოსილ ორგანოებს მათზე რეაგირებისთვის მიმართავს.

კოალიციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებისთვის ბრძოლაში ითანამშრომლებენ როგორც ქართულ, ისე საერთაშორისო საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან, პოლიტიკურ პარტიებთან და დიპლომატიურ კორპუსთან. დაგეგმილია რეგიონებში გასვლაც და აქტიური თანამშრომლობა ადგილობრივ არასამთავრობო და მედიაორგანიზაციებთან.

კოალიცია „არჩევანის თავისუფლებისთვის“ განცხადება

ახალი ამბები