კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ნინო კალანდაძე კონდოლიზა რაისის მემუარებს გამოეხმაურა

21 ნოემბერი, 2011

საერთაშორისო დოკუმენტები ნათლად ასახავს და განმარტავს, თუ რა სურათი იყო 2008 წლის აგვისტოს ომამდე და რამდენად მცირე იყო განვითარებულ მოვლენებში საქართველოს როლი , - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძემ ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი სახელმწიფო მდივნის, კონდოლიზა რაისის მემუარების კომენტირებისას განაცხადა.
ნინო კალანდაძის განცხადებით, არსებობს იურიდიული დოკუმენტები, რომლებზეც დაყრდნობით ცალსახაა, რომ საქართველოს აგვისტოში ომი არ დაუწყია.

„ამ დასკვნებზე დაყრდნობით, ცალსახაა, რომ საქართველოს არა მხოლოდ ომის დაწყების ინტერესი არ ჰქონდა და ომი არ დაუწყია, არამედ პროვოცირებაზეც კი არ უნდა იყოს საუბარი. მით უმეტეს, საქართველოს მხრიდან ძალიან რთულია ისეთი დიდი სახელმწიფოს გამოწვევა, როგორიც არის რუსეთი“, - აცხადებს ნინო კალანდაძე.

მისივე თქმით, ძალიან ნათლად არის ყველა ანალიტიკურ თუ სამართლებრივ დოკუმენტში, თუ რამდენად დიდი ხნით ადრე ემზადებოდა რუსეთი აგვისტოს ომისთვის.

„მათ შორის ქალბატონი რაისის მემუარებშიც არის საუბარი იმაზე, რომ ეს ომი დიდი ხნით ადრე იყო დაგეგმილი სწორედ კრემლში და კრემლის მიერ იყო განხორციელებული“,- აცხადებს ნინო კალანდაძე.

კონდოლიზა რაისის მემუარებმა მსოფლიო მედიაში აჟიოტაჟი გამოიწვია. კერძოდ, ჟურნალისტმა ჯოშუა კუცერამ ყოფილი სახელმწიფო მდივნის მემუარებზე დაყრდნობით გამოაქვეყნა სტატია, რომლის მიხედვითაც, 2008 წლის აგვისტოში მიხეილ სააკაშვილმა რუსეთს ომში ჩათრევის საშუალება მისცა. სტატიას თავად რაისი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ომის დაწყებაში ქართველები არასოდეს დაუდანაშაულებია და საბრძოლო მოქმედებების ესკალაციაში წვლილი ვლადიმერ პუტინს მიუძღვის.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები