კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„შლოპანცი“ - ბათუში, ველოსიპედი - თბილისში

22 ნოემბერი, 2011

შადრევნებიდან უცნაური გარეგნობის სკულპტურებამდე.

პოპ-არტი, რომელიც მსოფლიომ წლების წინ გაიცნო, საქართველოში ფეხს საკმაოდ ხმაურიანად იკიდებს.

ბევრი მოქალაქე დააბნია და აალაპარაკა ბათუმში „რედისონთან“ დადგმულმა ფრანგი სკულპტორის, ლილი ფანტოცის ნამუშევარმა - „სახიფათოდ თქვენი“. ეს არის კვერცხებზე შემდგარი ე.წ. შლოპანცები.

„ახალი ველოსიპედი“ ასევე ფრანგმა მხატვარმა, 86 წლის ჟან დიუპიმ „გამოიგონა“ და საქართველოს აჩუქა. სკულპტურის დადგმა ვარდების რევოლუციის მოედანზე ჯერ დასრულებული არ არის. თუმცა, მასზეც უკვე ბევრი საუბრობს.

ამ უცნაური ველოსიპედის დადგმაზე თბილისის განვითარების ფონდი ზრუნავს. როგორც მისი ხელმძღვანელი აცხადებს, სკულპტურას არც ისე მსუბუქი საზოგადოებრივი მისია აკისრია.

არქიტექტორ კოკა ამირეჯიბის თქმით, ამ ტიპის ნამუშევრების შინაარსი ისაა, რომ მას შინაარსი არ გააჩნია. ხელოვნებათმცოდნე ქეთა გაბიანი კი ფიქრობს, რომ „კვერცხოსანი შლოპანცებისა“ და ორსაჭიანი ველოსიპედის სკულპტურებმა საზოგადოება ცოტა შეაშინა და დააბნია.

დიდად არ უკვირთ. ბევრს მოწონს კიდეც. თუმცა, მნახველების უმრავლესობას მიაჩნია, რომ ამ სკულპტურების ადგილი იქ არ არის, სადაც დადგეს. თბილისელებს განსაკუთრებით აღიზიანებს ორსაჭიანი ველოსიპედი, რადგან თბილისურ „რედისონთან“ ახლოს ადრე დავით აღმაშენებლის ძეგლი იდგა. საქართველოს სახელგანთქმული მეფის ძეგლის ჩანაცვლება უშინაარსო სკულპტურით ბევრს არ მოეწონა.

დებიუტი მაინც შედგა. თანაც - ხმაურიანი.

როგორც წესი, ამ ტიპის ნამუშევრებს დროებით, რამდენიმე თვით დგამენ ხოლმე, ასე რომ „პოპ-არტისტული“ შეფასებებისთვის დრო კიდევ გვაქვს.

ვიდეო

პალიტრა ტვ

ახალი ამბები