კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ცხინვალში ბიბილოვის მხარდაჭერისთვის დე ფაქტო პრეზიდენტობის ექს-კანდიდატი ცემეს

24 ნოემბერი, 2011

ცხინვალში დე ფაქტო პრეზიდენტობის ექს-კანდიდატი ვადიმ ცხოვრებოვი ცემეს. როგორც მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრს ცხინვალიდან აცნობეს, პურფუნთუშეული ქარხნის დირექტორს ფიზიკური შეურაცხყოფა გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერის, ძამბოლათ თედეევის მომხრეებმა მიაყენეს.

ცემის მიზეზად იმას ასახელებენ, რომ ცხოვრებოვმა საგანგებო სიტუაციების დე ფაქტო მინისტრის, ანატოლი ბიბილოვის მიმართ, რომელიც 27 ნოემბერს, დე ფაქტო პრეზიდენტობისთვის მეორე ტურში იყრის კენჭს, სიმპათიები გამოხატა.

შეგახსენებთ, რომ 13 ნოემბერს, სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე დე ფაქტო პრეზიდენტის არჩევნები ჩატარდა. არჩევნებში მონაწილეობას 11 კანდიდატი იღებდა. მათგან პირველ ადგილზე სამხრეთ ოსეთის საგანგებო სიტუაციების დე ფაქტო მინისტრი ანატოლი ბიბილოვი გავიდა, მეორეზე - განათლების დე ფაქტო ექს-მინისტრი ალა ჯიოევა, რომელიც გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერის, ძამბოლათ თედეევისა და სამხრეთ ოსეთის უშიშროების დე ფაქტო კომიტეტის ყოფილი მდივნის, ანატოლი ბარანკევიჩის წარდგენილი კანდიდატია. რამდენადაც ვერც ერთმა მათგანმა 50%-იანი ბარიერი ვერ გადალახა, აღნიშნულ 2 კანდიდატს შორის არჩევნების მეორე ტური 27 ნოემბერს გაიმართება.

ოფიციალური თბილისი სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნებს არ აღიარებს, თუმცა არაოფიციალურად ქართული მხარე არჩევნებში მხარს ალა ჯიოევას უჭერს. როგორც მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრს ახალგორის მაცხოვრებლებმა განუცხადეს, დუშეთის რაიონის სოფელ ოძისში ქართულ ბლოკ საგუშაგოზე ქართველი სამართალდამცავები აგიტაციას ალა ჯიოევას უწევენ.

წეროვანში კი, სადაც ახალგორიდან დევნილები არიან ჩასახლებულები, ალა ჯიოევას სასარგებლოდ აგიტაციას მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორის ცეზარ ჩოჩელის ნდობით აღჭურვილი პირები ეწევიან.      

მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები