კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ეროვნულმა ბანკმა „პროგრესბანკის“ შემოწმება მას შემდეგ დაიწყო, რაც ბანკის 10%-იანი წილის მფლობელი ბიძინა ივანიშვილი გახდა

24 ნოემბერი, 2011

ბიზნესმენი ბიძინა ივანიშვილი კახა კალაძის „პროგრესბანკის“ 10%-იანი წილის მფლობელი გახდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ბანკ „ქართუს“ პრეზიდენტმა ნოდარ ჯავახიშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, ბანკ „ქართუსა“ და „პროგრესბანკს“ შორის 7 ნოემბერს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

„შევთანხმდით ტექნიკურ თანამშრომლობაზე. საჭიროების შემთხვევაში ჩვენ, როგორც უფრო გამოცდილი ბანკი, დავეხმარებით კადრების მომზადებაში, გავუზიარებთ გამოცდილებას. აუცილებლობის შემთხვევაში, გარკვეულ ფინანსურ თანადგომასაც გამოვუცხადებთ“,- აღნიშნა ჯავახიშვილმა.

მისივე თქმით, ბანკებს შორის თანამშრომლობის გაფორმებიდან მალევე „პროგრესბანკში“ შემოწმება ეროვნულმა ბანკმა დაიწყო.

ეროვნული ბანკი კალაძის ბანკში შემოწმების დაწყებას ადასტურებს, თუმცა დეტალებს არ აკონკრეტებს.

„ეს ინფორმაცია კონფიდენციალურია და, აქედან გამომდინარე, ეროვნული ბანკი კომენტარს არ გააკეთებს“, - განუცხადეს „ინტერპრესნიუსს“ ეროვნული ბანკის პრესცენტრში.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები