აჭარაში სასამართლოებს სპიკერი მოსამართლეები არ ჰყავს, საჯარო ინფორმაცია მედიისთვის მიუწვდომელია
25.11.2011
მაკა მალაყმაძე, აჭარა
ბათუმის საქალაქო სასამართლოდან მედიის წარმომადგელები ვერც საჯარო ინფორმაციას იღებენ და ვერც კომენტარს, რადგან აჭარაში მოქმედ სასამართლოებში სპიკერი მოსამართლე ჯერ კიდევ არ არის.
„მოთხოვნილი ინფორმაციის მოძიებისათვის საჭიროა ძირითადი ადმინისტრაციული რესურსის მობილიზება, რაც გამოიწვევს სასამართლოს ძირითადი საქმიანობის პარალიზებას“, - ეს არის ამონარიდი ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე თემურ გოგოხიას მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებიდან. საქმე ეხებოდა TV25-ის ჟურნალისტ ნათია როყვას, რომელიც ბათუმის საქალაქო სასამართლოსგან ითხოვდა მისი ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებას საჯარო ინფორმაციის მიწოდებასთან დაკავშირებით.
ნათია როყვა, TV25-ის ჟურნალისტი: „ბათუმის საქალაქო სასამართლოში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა გართულდა. ამის მიზეზად ხან დროის არქონას, ხანაც ადამიანური რესურსის არარსებობას ასახელებენ. მიმაჩნია, რომ საფუძველს მოკლებულია გადაწყვეტილება, რომელიც მოსამართლემ ჩემს ადმინისტრაციულ საჩივარზე გამოიტანა. ამით სასამართლოს თავმჯდომარემ ერთგვარად წაახალისა სხვა ადმინისტრაცილი ორგანოები, რომ მათაც არ გასცენ საჯარო ინფორმაცია ინფორმაცია და შემდეგ მსგავსი რამ მოიმიზეზონ“.
ნათია როყვა, TV25-ის ჟურნალისტი: „ბათუმის საქალაქო სასამართლოში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა გართულდა. ამის მიზეზად ხან დროის არქონას, ხანაც ადამიანური რესურსის არარსებობას ასახელებენ. მიმაჩნია, რომ საფუძველს მოკლებულია გადაწყვეტილება, რომელიც მოსამართლემ ჩემს ადმინისტრაციულ საჩივარზე გამოიტანა. ამით სასამართლოს თავმჯდომარემ ერთგვარად წაახალისა სხვა ადმინისტრაცილი ორგანოები, რომ მათაც არ გასცენ საჯარო ინფორმაცია ინფორმაცია და შემდეგ მსგავსი რამ მოიმიზეზონ“.
ჟურნალისტი ბათუმის საქალაქო სასამართლოდან სხვადასხვა სტატისტიკურ მონაცემებს ითხოვდა, რომელიც შეეხებოდა გამამართლებელ, სამუდამოპატიმრობა მისჯილ განაჩენებს და გაფორმებულ საპროცესო შეთანხმებებს.
ეთერ თურაძე, გაზეთ „ბათუმელების“ რედაქტორი: „ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად, ვითხოვდით ე.წ. ენვერის საქმეში დაკავებულთა მიმართ გამოტანილ გადაწყვეტილებას, დაშტრიხული სახით. მაშინ, როცა შინაგან საქმეთა სამინისტრომ ამ საქმეზე დაკავებულ პირთა აღიარებითი ვიდეოჩვენებები გაავრცელა, ბათუმის საქალაქო სასამართლოს საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირი გვპასუხობს, რომ ეს საქმე გრიფით „საიდუმლოა“ და ინფორმაციაც ამიტომ ვერ მივიღეთ. მიღებული პასუხი სასამართლოს ადმინისტრაციის უფროსთან გავასაჩივრეთ და პასუხს ველოდებით. ძალიან ცუდია, რომ ჩვენ შევეჩვიეთ მდგომარეობას, როცა სასამართლოდან ინფორმაციას ვერ ვიღებთ. უფრო მეტიც, მოსამართლე ვერა დოლიძესთან სამჯერ წერილობით ვიშუამდგომლე ერთ-ერთი პროცესის აუდიოჩანაწერის გაკეთებასთან დაკავშირებით. პასუხი არც ერთხელ არ უცნობებიათ ჩემთვის, თუნდაც - უარი. მესამე შემთხვევაში, მოსამართლის თანაშემწეს თვითონ დავუკავშირდი და ყოველგვარი ახსნის გარეშე უარი მივიღე. მოსამართლეები ზერელედ ეკიდებიან მედიასთან ურთიერთობას. მედიამაც რაღაც კამპანია უნდა დაიწყოს, რადგან ასე არ შეიძლება“.
ქვეყანაში განხორციელებული სასამართლო რეფორმის მიუხედავად, სპიკერი მოსამართლეები არ ჰყავს აჭარაში მოქმედ ბათუმის საქალაქო სასამართლოს (სადაც ქობულეთის მაგისტრი მოსამართლეცაა) და ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს, სადაც ქედის, შუახევისა და ხულოს მაგისტრი მოსამართლეებიც არიან.
თუ რატომ არის საჯარო ინფორმაცია მიუწვდომელი მედიისთვის და დღემდე რატომ არ ჰყავს ბათუმის საქალაქო სასამართლოს სპიკერი მოსამართლე, ამ საკითხებთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ცენტრი ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, ივერი აბაშიძეს დაუკავშირდა. ამ უკანასკნელმა კი, კომენტარზე უარი თქვა და გაოცებულმა იკითხა კიდეც: „ჩვენ რა შუაში ვართ?“
დატოვეთ თქვენი კომენტარი
სხვა სიახლეები
„არა ძალადობას“ - აქცია ბათუმში
საქართველო "საუკეთესო ქვეყნები დედობისთვის" რეიტინგში 94-ე ადგილზეა
რუსთავში დანაშაულის აღკვეთისას მოქალაქე დაიჭრა
GNCC-ის წევრებმა გასულ წელს პრემიის სახით 331 ათასი ლარი მიიღეს
პარლამენტის თავმჯდომარემ დაცვის წევრების ქმედებებზე ისაუბრა
არქივი
ბლოგი
ქართული პოლიტიკური რეკლამის ისტორიული ექსკურსი
ვრცლად...
წინასაარჩევნო სარეკლამო დაპირებები
პოლიტიკური რეკლამების ხარისხი და მიზანი
რედაქტორის აზრი
ადამიანის უფლებათა ცენტრი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესებს დააკვირდება
ვრცლად...
საერთაშორისო ზეწოლის შედეგად სახელმწიფო აუდიტმა და აღსრულების ეროვნულმა ბიურომ რეპრესიები შეაჩერეს
აგვისტოს ომი - ვინ არის დამნაშავე?
გამოკითხვა
თქვენი აზრით, პარლამენტის მიერ ცოტა ხნის წინ გათავისუფლებული პოლიტპატიმრები იმსახურებდნენ თუ არა განთავისუფლებას?

