კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ციხის თანამშრომლის და მისი ოჯახის წევრისადმი მუქარა სისხლის სამართლის დანაშაული გახდა

25 ნოემბერი, 2011

ციხის თანამშრომლისა და მისი ოჯახის წევრისადმი მუქარა სისხლის სამართლის დანაშაული გახდა. პარლამენტის მიერ სისხლის სამართლის კოდექსში შეტანილი ცვლილება უკვე ძალაში შევიდა.

აქამდე სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯებოდა: პატიმრობის ან თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა ან ამ დაწესებულების საქმიანობისათვის სხვაგვარად ხელის შეშლა ანდა ამ საქმიანობის დეზორგანიზაცია.

ახალი რეგულაციით კი, სამ წლამდე პატიმრობით დაისჯება: პატიმრობის ან თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა, მის მიმართ ძალადობა, მისი ანდა მისი ახლო ნათესავის მიმართ სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის ან ქონების დაზიანების მუქარა. თუმცა, ეს მუქარა, თანამშრომლის სამსახურებრივ საქმიანობას უნდა უკავშირდებოდეს.

ასევე, ანალოგიური სასჯელით ისჯება პატიმრობის დაწებულების საქმიანობისათვის სხვაგვარად ხელის შეშლა ანდა ამ საქმიანობის დეზორგანიზაცია.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები