კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

შსს-მ აღიარა სპერაზმელების მიერ ჟურნალისტების ფიზიკური დაზიანების ფაქტები

25 ნოემბერი, 2011

შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა 22 ნოემბერს გამართულ სასამართლო პროცესზე აღიარა  სპერაზმელთა მიერ  ჟურნალისტების ფიზიკური დაზიანების ფაქტები, რომელიც მოხდა მიმდინარე წლის 26 მაისს, საპროტესტო აქციის დაშლის დროს.

ამასთან, შსს-მ თბილისისი საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე, დაუდასტურებელი მტკიცებულებების მიზეზით, სადავოდ მიიჩნია ჟურნალისტების პრეტენზია სარჩელის იმ ნაწილში, სადაც საუბარია, რომ სამართალდამცველებმა აქციის დაშლისას ჟურნალისტებს  ვიდეო და ფოტოაპარატურა წაართვეს, რომელიც დღემდე არ დაუბრუნებიათ.

მიმდინარე წლის ივლისში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წინააღმდეგ შვიდმა განმცხადებელმა შეიტანა სარჩელი. ესენი არიან: „ნეტგაზეთის“ ჟურნალისტები კონსტანტინე სტალინსკი და თაზო კუპრეიშვილი, გაზეთ „გურია ნიუსის“ ჟურნალისტი ნატო გოგელია, შპს „გაზეთი ბათუმელები“, შპს „ჩოხატაურის მაცნე“, შპს „ახალი ამბები“ და შპს „რადიოცენტრი პლიუსი“.

ჟურნალისტების დაცვას ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასთან არსებული მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრი უზრუნველყოფს.

დაცვის მხარის განცხადებით, აქციის დაშლის დროს  ჟურნალისტებს წაართვეს კამერები, ზოგი სცემეს, ერთ-ერთი მომჩივანი დაკავებულიც კი ჰყავდათ.

ჟურნალისტები  საქართველოს შს სამინისტროსგან  მოითხოვენ ჯანმრთელობის ზიანის, ასევე ტექნიკის დაკარგვით მიღებული ზარალის (5 500 ლარი) ანაზღაურებას. 
22 ნოემბერს გამართულ სასამართლო სხდომაზე სულ 7 მოწმე დაიკითხა, რომლებმაც დეტალურად გაიხსენეს 26 მაისს როგორც საკუთარი თავის, ისე კოლეგების ცემის, ასევე კამერების წართმევის შემთხვევები. გარდა ამისა, დაცვის მხარემ მტკიცებულებად წარმოადგინა დაკარგული კამერების შეძენის ანგარიშფაქტურები და საავადმყოფოების მიერ გაცემული ჯანმრთელობის ცნობები, სადაც დაფიქსირებული იყო ჟურნალისტთა  ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტები.

სასამართლო პროცესის შემდეგი სხდომა 2011 წლის 12 დეკემბერს, 11:00 საათზე, დაინიშნა.

მედია.გე

ახალი ამბები