კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გაზეთი „ბათუმელები“ დავით დევნოზაშვილის დაკითხვას ითხოვს

28 ნოემბერი, 2011

გაზეთ „ბათუმელების“ დირექტორმა  მზია ამაღლობელმა შინაგან საქმეთა მინისტრ ვანო მერაბიშვილს წერილი გაუგზავნა და იმ პირის დაკითხვა მოითხოვა, რომელიც „ბათუმელების“ მტკიცებით, მისი  ჟურნალისტი დააშანტაჟა და დაემუქრა მას.

ამის შესახებ Media.Ge-ს უთხრა ნესტან ცეცხლაძემ,  „ბათუმელების“ მიერ დაფუძნებული ინტერნეტ-გამოცემა ნეტგაზეთის მთავარმა რედაქტორმა.

გამოცემის ცნობით, ჯორბენაძე 2009 წლის 25 ნოემბერს ბათუმში, შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობაში, შანტაჟის გზით, „ვინმე დავითი“ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობას აიძულებდა. ჟურნალისტმა პროკურატურას მაშინვე მიმართა, თუმცა ამ პირის ვინაობა ვერ დადგინდა.

მიმდინარე წლის 20 ნოემბერს „ბათუმელებმა“ თავად  მიაკვლია მას,  ის ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომელი დავით დევნოზაშვილი აღმოჩნდა. მის სახლში მზია ამაღლობელთან ერთად „ბათუმელების“ მიერ დაფუძნებული „ნეტგაზეთის“ რედაქტორი ნესტან ცეცხლაძეც მივიდა. მათ გამოიძახეს საპატრულო პოლიცია, რომელმაც ზემდგომ ხელმძღვანელებთან სატელეფონო საუბრის შემდეგ იქაურობა მიატოვეს, ისე, რომ არანაირი ოქმი  არ შეუდგენიათ.

ნესტან ცეცხლაძემ  media.Ge-ს განუცხადა,  რომ გამოცემა  შს მინისტრისთვის გაგზავნილ წერილში ასევე ითხოვს, შეადგინა თუ არა მათ მიერ გამოძახებულმა საპატრულო პოლიციამ ოქმი, და თუ შეადგინა, ის გამოცემას  მიაწოდოს.  

„ვითხოვთ, სწრაფად დასრულდეს გამოძიება და ინფორმაცია მოგვეწოდოს ჩვენც, დაინეტრესებულ მხარეს და საზოგადოებასაც“, - თქვა  ნესტან ცეცხლაძემ.

მისი განცხადებით, თავად თედო ჯორბენაძემაც მიმართა აჭარის მთავარ პროკურატურას და დევნოზაშვილის დაკითხვა მოითხოვა.

Media.ge

ახალი ამბები