01:39, Thursday, 23.01.2020
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

ევროკომისარი: „არჩევნები მნიშვნელოვანი გამოცდაა ქართული დემოკრატიისთვის“

28.11.2011
საქართველომ რეფორმების განხორციელებაში პროგრესს მიაღწია, მაგრამ მას სჭირდება „დემოკრატიის გაძლიერება და უფრო ბეჯითად მუშაობა ტოლერანტული და პლურალისტული პოლიტიკური კულტურის შესაქმნელად“, განაცხადა ევროკომისარმა გაფართოების და ევროპის სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში სტეფან ფულემ.

მან ეს განცხადება 24 ნოემბერს საქართველოს  ვიცე–პრემიერთან, ევრო–ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრთან გიორგი ბარამიძესთან ბრიუსელში გამართული შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

სტეფან ფულემ ასევე აღნიშნა, რომ მომავალი წლის საპარლამენტო არჩევნები და 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები „მნიშვნელოვანი გამოცდა იქნება ქართული დემოკრატიისთვის, რასაც ევროკავშირი თვალს მიადევნებს“.

„მოლაპარაკებების დროს ჩვენ იმაზე გავამახვილეთ ყურადღება, თუ რამდენად მეტ სარგებელს მიიღებენ ევროკავშირთან ურთიერთობისგან ის პარტნიორი ქვეყნები, რომელიც უფრო მეტად იქნებიან ჩართული რეფორმებში, „მეტი უფრო მეტისთვის პრინციპის“ შესაბამისად“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ საქართველომ პროგრესს მიაღწია ამ კუთხით.

შეხვედრის შემდეგ ბარამიძემ განაცხადა, რომ განხილულ იქნა ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე მოლაპარაკებების დაწყება წლის ბოლომდე და ვიზების ლიბერალიზაციაზე მოლაპარაკებების დაწყება გაზაფხულზე. მისი თქმით, შეხვედრაზე ასევე იმსჯელეს „ახალ ფორმატებზე, როგორ შეიძლება გაღრმავდეს ჩვენი თანამშრომლობა ყველა სფეროში, მათ შორის უსაფრთხოების კუთხით“.

ევროკომისარმა ფულემ განაცხადა, რომ საქართველოში თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე მოლაპარაკებებისთვის მზადება „ბოლო ეტაპზეა“ და ევროკომისია ახლა საქართველოს მიერ წინაპირობების განხორციელებას აფასებს.

ფულემ ასევე აღნიშნა, რომ თუ საქართველო სავიზო და რეადმისიის ხელშეკრულებების ეფექტურ განხორციელებას განაგრძობს, რომლებიც ძალაში მარტში შევიდა, საქართველოსთან დიალოგი უვიზო მიმოსვლაზე „შესაძლოა ზაფხულამდე დაიწყოს“.

სივილ ჯორჯია

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა გენერალურ პროკურორად ირაკლი შოთაძის დაბრუნებას?
დიახ არა არ მაქვს პასუხი

ბლოგი

გორაშვილი vs ნაჭყებია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე ფაკულტეტის სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2020 HRIDC