კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„ჯიოევასთან დიალოგი უფრო ეფექტური იქნება, ვიდრე ბიბილოვთან“

29 ნოემბერი, 2011

ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე მიიჩნევს, რომ არაღიარებული სამხრეთ ოსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ნებისმიერი კანდიდატის გამარჯვების შემთხვევაში, სეპარატისტული რეგიონის პოლიტიკური კურსი ისევ მოსკოვზე იქნება ორიენტირებული.

„დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მონაწილე ორივე კანდიდატი პრორუსულია. მათთვის საკუთარი ხალხის ინტერესები მოსკოვის ინტერესებთან შედარებით მეორადია. თუმცა, კომუნიკაციის თვალსაზრისით, ალა ჯიოევასთან დიალოგი უფრო ეფექტური იქნება, ვიდრე რუსეთიდან აბსოლუტურად მართვად ბიბილოვთან“, - განუცხადა მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრს მამუკა არეშიძემ.

მისივე თქმით, წინასწარი მონაცემებით, დე ფაქტო არჩევნებში ოპოზიციონერი კანდიდატი ალა ჯიოევა იმარჯვებს, რაც მიუთითებს, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის საზოგადოება რუსეთის ფაქტორით გაღიზიანებულია.

„რუსეთის პრეზიდენტ დიმიტრი მედვედევთან ბიბილოვის შეხვედრამ საზოგადოება გააღიზიანა და მის წინააღმდეგ განაწყო“, - აღნიშნა არეშიძემ.

შეგახსენებთ, რომ 27 ნოემბერს, სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე დე ფაქტო არჩევნების მეორე ტური ჩატარდა, სადაც ერთმანეთს დაუპირისპირდნენ საგანგებო სიტუაციების დე ფაქტო მინისტრი ანატოლი ბიბილოვი (რომელიც კოკოითისა და კრემლის კანდიდატია) და განათლების დე ფაქტო ექს-მინისტრი ალა ჯიოევა (გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერის ძამბოლატ თედეევის მიერ წარდგენილი კანდიდატი).

სამხრეთ ოსეთში დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში, 85 საარჩევნო უბნიდან 43 საარჩევნო უბნის შედეგების მიხედვით, ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა – ალა ჯიოევამ ამ უბნებზე ხმების 51,37% მოაგროვა, ანატოლი ბიბილოვმა - 46,21%. ამის შესახევ სააგენტო „ოსინფორმი“ იტყობინება.

დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური 13 ნოემბერს გაიმართა. მასში 11 კანდიდატი მონაწილეობდა.

მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები