კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საქართველომ რუსეთთან ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების შესახებ ხელშეკრულება შეაჩერა

30 ნოემბერი, 2011

ერთობლივი საკონსულტაციო ჯგუფის სხდომაზე საქართველოს დელეგაციამ რუსეთთან მიმართებაში ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების შესახებ (ეჩშძ) ხელშეკრულების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველო გააგრძელებს მის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას ხელშეკრულების ყველა წევრ-სახლმწიფოებთან მიმართებაში, გარდა რუსეთის ფედერაციისა და გამოხატავს მზადყოფნას, მხარი დაუჭიროს და მონაწილეობა მიიღოს ევროპაში შეიარაღებაზე კონტროლის რეჟიმის აღდგენაზე გამიზნულ სამომავლო კონსულტაციებში.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველო აღარ მიაწვდის რუსეთის ფედერაციას ინფორმაციას ყოველწლიური საინფორმაციო გაცვლის ფარგლებში, რომელიც ხორციელდებოდა ეჩშძ ხელშეკრულების შესაბამისად. ამასთან, საქართველო აღარ მიაწვდის რუსეთის ფედერაციას რაიმე შეტყობინებას ეჩშძ ხელშეკრულების თანახმად და საქართველო აღარ მიიღებს რუსეთის ფედერაციის მიერ ეჩშძ ხელშეკრულების თანახმად მოთხოვნილ ინსპექციებს.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ერთობლივ საკონსულტაციო ჯგუფში საქართველოს დელეგაციას ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების შესახებ (ეჩშძ) ხელშეკრულების წევრ-სახელმწიფოებს სურს აცნობოს, რომ საქართველო უკიდურესად შეშფოთებულია უკანასკნელი ათწლეულის მანძილზე რუსეთის მუდმივ შეუსაბამისობაში ყოფნით ეჩშძ ხელშეკრულებასა და საფლანგო დოკუმენტთან.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ეჩშძ ხელშეკრულების ფარგლებში აღებული საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებისადმი რუსეთის ფედერაციის, განუწყვეტელმა გულგრილობამ სერიოზული ზარალი მიაყენა ეჩშძ ხელშეკრულებას.

საქართველოს დელეგაციის განცხადებით, რუსეთის მიერ სტამბოლის ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, ვერ მოხერხდა ადაპტირებული ეჩშძ ხელშეკრულების რატიფიცირება 10-ზე მეტი წლის განმავლობაში.

დელეგაციის განცხადებით, რუსეთმა ასევე არ შეასრულა ეჩშძ ხელშეკრულების ლეგალური პირობა მიმღები ქვეყნის თანხმობის შესახებ და საქართველოს ტერიტორიაზე მიმღები ქვეყნის თანხმობის გარეშე სამხედრო ძალებისა და შეიარაღების განლაგებით, რუსეთმა დაარღვია ერთ-ერთი იმ ფუძემდებლურ პრინციპთაგანი რომლებზეც დაფუძნებულია ეს ხელშეკრულება.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ 2007 წლის დეკემბერში რუსეთმა კვლავ დაარღვია ეჩშძ ხელშეკრულება მის შესრულებაზე ცალმხრივი მორატორიუმის გამოცხადებით.

„ეჩშძ ხელშეკრულებით, მასთან ასოცირებული დოკუმენტებითა და საფლანგო შეთანხმებით განსაზღვრული ვალდებულებების, მათ შორის ვერიფიკაციის, ინფორმაციის გაცვლისა და რაოდენობრივი შეზღუდვების შესახებ დებულებების მოქმედების ცალმხრივი შეჩერებით რუსეთის ფედერაციამ ევროპის უსაფრთხოების სისტემა სერიოზული საფრთხის ქვეშ დააყენა. უფრო მეტიც, 2008 წლის აგვისტოში საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესიით, რომელიც დასრულდა საქართველოს ტერიტორიების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციით, რუსეთის ფედერაციამ უხეშად დაარღვია როგორც საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმები, ისე ეჩშძ ხელშეკრულების ერთ-ერთი მთავრი პრინციპი, რომელიც გაწერილია მის პრეამბულაში და ავალდებულებს მონაწილე სახელმწიფოებს, თავი შეიკავონ როგორც ერთმანეთთან, ასევე საერთაშორისო ურთიერთობებში ძალის გამოყენებისგან ან ძალით მუქარისგან, როგორც რომელიმე სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობის ან პოლიტიკური დამოუკიდებლობის წინააღმდეგ, ასევე რამე სხვა სახით, რომელიც შეუთავსებელია გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდების მიზნებთან და პრინციპებთან". ამჟამად, რუსეთს ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიის 20%, სადაც ეჩშძ ხელშეკრულებისა და ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების უხეში დარღვევით აგრძელებს უკანონო სამხედრო აღმშენებლობას“, - ნათქვამია განცხადებაში.

ქართული დელეგაციის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის მიერ საერთაშორისო სამართლის და ეჩშძ ხელშეკრულების უხეში დარღვევის მიუხედავად, საქართველო განუხრელად ასრულებდა ხელშეკრულებით და საფლანგო დოკუმენტით განსაზღვრულ ყველა ვალდებულებას რუსეთის ფედერაციის მიმართ.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები