კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ზაზა ხატიაშვილი: „იმის გამო, რომ მარიამ იველაშვილი შეიწყალეს, ჩვენ არ გავჩერდებით“

29 ნოემბერი, 2011

პრეზიდენტის მიერ შეწყალებული ახალბედა ადვოკატის, მარიამ იველაშვილის საქმესთან დაკავშირებით სამართლებრივი პროცედურები გაგრძელდება. ამის შესახებ ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ ზაზა ხატიაშვილმა განაცხადა.

„სამართლებრივი პროცედურები აუცილებლად გაგრძელდება. საბრალდებო სკამზე დასხდება ყველა ის პირი, ვინც საქმეში იყო ჩართული, კერძოდ - სამივე ინსტანციის სასამართლოს მოსამართლეები, პროკურორი და ორი ცრუ მოწმე. იმის გამო, რომ მარიამი შეიწყალეს, ჩვენ არ გავჩერდებით. საქმე სტრასბურგშია გასაჩივრებული და სასამართლომ ის წარმოებაში უკვე მიიღო. ჩვენს ფრანგ ადვოკატს ვესაუბრეთ და ვთხოვეთ, რომ განხილვის პროცედურები დაჩქარდეს. საქმე ევროპული კონვენციის 6-ე მუხლით გასაჩივრდა, რაც გულისხმობს არარსებულ დანაშაულზე განაჩენის გამოტანას“,- განუცხადა „პირველს“ ხატიაშვილმა.  

შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტმა გიორგობის დღესასწაულზე თაღლითობის ბრალდებით დაკავებული 23 წლის ახალბედა ადვოკატი მარიამ იველაშვილი შეიწყალა.

აღსანიშნავია, რომ მარიამ იველაშვილს ბრალი არ უღიარებია.

ცნობისთვის: შეწყალების კომისიის მუშაობის პრინციპის თანახმად, კომისია შეწყალების რეკომენდაციას მხოლოდ იმ პატიმრებზე გასცემს, რომელთაც სასჯელის ნახევარი აქვთ მოხდილი, ბრალეულობას აღიარებენ, ჩადენილ დანაშაულს ინანიებენ და მძიმე კატეგორიის დანაშაული არ ჩაუდენიათ. 

როგორც „პირველს“ ადვოკატთა ასოციაციაში განუცხადეს, პრეზიდენტს იველაშვილის შეწყალების თხოვნით მარიამის დედამ მიმართა.

მათივე თქმით, იველაშვილის უფლებების დამცველმა და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ ზაზა ხატიაშვილმა ეს საქმე ევროპაში გაახმაურეს.
 
სამართალდამცველებმა იველაშვილი თაღლითობის ბრალდებით გორში 2008 წლის 3 ნოემბერს დააკავეს. თბილისის საქალაქო სასამართლომ მას 5,5 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

ადვოკატების მტკიცებით, იველაშვილი სასჯელს სრულიად უკანონოდ იხდიდა.

„იგი სრულიად უკანონოდ, 2 მოწმის ჩვენების საფუძველზე დააკავეს. ისინი მას ქრთამის სახით 100 და 309 ლარის აღებას ედავებიან. პირველის თქმით, მან 100 ლარი ადვოკატს სახელმწიფო ბაჟის გადასახდელად გადაუხადა, მეორე მოწმეს კი ადვოკატი არც იცნობს და მიუხედავად ამისა, მისი ჩვენება სასამართლომ მხედველობაში მიიღო“, - აცხადებდა ზაზა ხატიაშვილი.

თავად იველაშვილი ყველაფერს 2004 წელს ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, გადაცემა „დროებაში“ გასულ შეთხზულ სიუჟეტს უკავშირებს. აღნიშნულთან დაკავშირებით სტუდია „მონიტორმა“ ფილმიც გადაიღო.

როგორც ახალბედა ადვოკატი „მონიტორის“ ფილმში აცხადებს, მან გორის გუბერნატორ მიხეილ ქარელისა და მისი მრჩევლის, ამჟამად პარლამენტის წევრ ბადრი ბასიშვილის თხოვნით, ტელეკომპანია „იმედის“ ჟურნალისტის მეშვეობით ცრუ ინფორმაცია გაავრცელა და ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლემ თავი წარადგინა ოსური „კმარას“ აქტივისტად, რომელიც თითქოსდა კოკოითის რეჟიმის წინააღმდეგ იბრძოდა. მოგვიანებით იველაშვილმა სიმართლე აღიარა და ადგილობრივი ხელისუფლება ამხილა. როგორც თავად აცხადებს, ის სასჯელს სწორედ ამ მხილებისათვის იხდიდა.

საინფორმაციო სააგენტო „პირველი“

ახალი ამბები