კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მასმედია მერიის მიერ გამოცხადებულ აუქციონებს აპროტესტებს

1 დეკემბერი, 2011

მარიამ ხურციძე

29 ნოემბერს თბილისის მერიასთან მასმედიის წარმომადგენლებმა გამართეს საპროტესტო აქცია - „მე ვკითხულობ გაზეთებს“. აქციაში სხვადასხვა მედიასაშუალებისა და საქართველოს პრესის ასოციაციის წარმომადგენლებთან ერთად, რიგითი მოქალაქეებიც მონაწილეობდნენ. აქციის მონაწილეებს ხელში სიმბოლურად გაზეთები ეკავათ.

აქციას ასევე შეუერთდნენ „რესპუბლიკელები“, ლეიბორისტული პარტიის, ხალხის პარტიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

საპროტესტო აქცია პრესის ასოციაციისა და სხვადასხვა მედიასაშუალებების ორგანიზებით გაიმართა. აქციის მონაწილეები თბილისის მერიის მიერ გამოცხადებულ აუქციონებს აპროტესტებდნენ.

ცოტა ხნის წინ თბილისის მერიამ დედაქალაქში სავაჭრო ჯიხურების განთავსების უფლების მოსაპოვებლად აუქციონი გამოაცხადა, რამაც თბილისში არსებული პრესის გამავრცელებელი ჯიხურები დახურვის საფრთხის ქვეშ დააყენა. საქმე ისაა, რომ მერიამ აუქციონი, ძირითადად, იმ ადგილებზე გამოაცხადა, სადაც უკვე წლებია, პრესის გამავრცელებელი ჯიხურები დგას. შესაბამისად, აუქციონის დასრულების შემდეგ, გამავრცელებლებს ამ ჯიხურების აღება მოუწევთ.

თბილისის საკრებულოს რესპუბლიკელი წევრის, თინა ხიდაშელის თქმით, მერიის აუქციონები არ არის მცირე ბიზნესის ხელშეწყობა, პირიქით - ეს არის მათი შევიწროვება: „ჩემთვის, როგორც საკრებულოს წევრისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია, ყველას თანაბრად ეხებოდეს ქალაქში ამოქმედებული ახალი რეგულირებები. მერიის მიერ გამოცხადებული აუქციონები არ არის მხოლოდ პრესაზე ორიენტირებული. ეს არის მცირე ბიზნესის სეგმენტის  მონოპოლიზაციისათვის“.

humanrights.ge-სთან საუბრისას ტელეკომპანია „კავკასიის“ დამფუძნებელმა, დავით აქუბარდიამ ყველა მედიასაშუალებას გაერთიანებისკენ  მოუწოდა: „მერიის მიერ გამოცხადებული აუქციონები პრესის თავისუფლად გავრცელებას ხელს შეუშლის. არ შეიძლება ინფორმაციის შეზღუდვა! პრესა უნდა გავრცელდეს თავისუფლად. პრესაზე წნეხს უნდა შევეწინააღმდეგოთ. მე ძალიან მომწონს პროტესტის ეს ფორმა – მშვიდობიანი აქცია“.

„რეზონანსის“ მთავარი რედაქტორის მოადგილე ელისო ჩაფიძე თბილისის მერიას მოუწოდებს შეწყვიტოს აუქციონი: „გვინდა, ხელისუფლებას ვუთხრათ, რომ საზოგადოებას გაზეთები სჭირდება. ეს აქციები მიიღებს პერმამენტულ ხასიათს. ჩვენ ბოლომდე დავიცავთ თბილისში არსებულ პრესის გავრცელების ყველა ჯიხურს, რათა ხვალ ჩვენ მკითხველთან მისვლა არ გაგვიჭირდეს. მსგავსი აქცია შემდეგ კვირასაც იგეგმება“.

საქართველოს მედიამონიტორინგის ცენტრის წარმომადგენელი, „გურიანიუსის“ გამომცემელი ია მამალაძე  „humanrights.ge“–სთან აცხადებს, რომ დღევანდელი თბილისის მერია კარგა ხანია მიზანმიმართულად ცდილობს ხელი შეუშალოს დედაქალაქში თავისუფელი მედიის გავრცელებას: „გავიხსენოთ, „პრაიმ თაიმის“ ჯიხურები, რომლებიც ერთ დილას სიურპრიზად დაგვახვედრა ჩვენმა ხელისუფლებამ. მაშინ ამას მოჰყვა ძალიან დიდი გამოხმაურება. ცოტა ხნით ეს პროცესი შეაჩერეს, მაგრამ პრესის სავაჭრო ჯიხურების ადგილებზე აუქციონების გამოცხადებით, მერია კვლავ ცდილობს დარტყმა მიაყენოს პრესას. პრესის ჯიხურები სადაც დგას, ეს არის ქალაქში ყველაზე ხალხმრავალი ადგილები, რითაც თავისუფალი პრესა ხელმისაწვდომია ნებისმიერისთვის. მერიის არგუმენტი, რომ გაზეთის ყიდვა ნებისმიერ მარკეტში შეიძლება, მყარი არგუმენტი არაა. მარკეტში გაზეთის საყიდლად არავინ შედის“.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს თავჯდომარემ ზვიად ქორიძემ კომენტარში humanrights.ge –სთან საუბრისას განაცხადა: „ასეთი ტიპის აუქციონები სულაც არ უწყობს ხელს ბიზნესის განვითარებას. პრესა არის განსაკუთრებული საზოგადოებრივი მნიშვნელობის საქონელი. ცხადია, რომ მეწარმე დაინტერესებულია მეტი მოგებით. გაზეთების ფასები კი ძალიან დაბალია. მოგების ის პროცენტი, რასაც დატოვებს გაზეთი, მეწარმისთვის არაფერს წარმოადგენს. ამიტომ მას შეუძლია, იმავე ფართობზე გაყიდოს შაურმა და ნახოს უფრო მეტი მოგება. ცხადია, რომ პრესა და შაურმა არათანაბარ პირობებშია. მერია ჯიხურების ახალ მფლობელებს არ ავალდებულებს, მაგრამ ქმნის ისეთ პირობებს, რომ გაზეთების გაყიდვა იქნება არამომგებიანი იმ ბიზნესმენებისთვის, რომლებიც შეიძენენ ამ ჯიხურებს“.

აქციის მიმდინარეობისას არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიციამ „არჩევნის თავისუფლებისათვის“, რომლის წევრიც ადამიანის უფლებათა ცენტრიცაა, თბილისის მერიაში ოფიციალურად შეიტანა მიმართვა თბილისის მერის სახელზე. კოალიცია ითხოვს: 1) შედგეს შეხვედრა საკითხით დაინტერესებულ პირებსა და თბილისის მერს შორის, რათა მან და მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებმა განგვიმარტონ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებების მართებულობა; 2) ამ საკითხების გარკვევამდე შეჩერდეს ყოველგვარი აუქციონი და ის განახლდეს მხოლოდ მაშინ, როცა შეიქმნება პრესის გავრცელების მყარი გარანტიები.

ახალი ამბები