05:34, Thursday, 17.10.2019
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

კვერცხი და ქათამი გაზეთების ნაცვლად

05.12.2011
თბილისის მერიის მიერ გამოცხადებულ ე.წ მცირე ბიზნესის ხელშეწყობის პროექტში „კოდამ“, „კუმისი XXI“-მა, „იოლმა“ და „ნუგეშმა“ გაიმარჯვეს

გაზეთს „კვირის პალიტრის“ დამატება „ეკოპალიტრის“ ინფორმაციით, აღნიშნულმა კომპანიებმა პროექტი „1000 ჯიხურის“ ფარგლებში გამართულ აუქციონში გამარჯვება ზოგ შემთხვევაში კომპანიის, ზოგ შემთხვევაში კი ფიზიკური პირის სახელით მოიპოვეს. კომპანიებმა ვაჭრობისთვის ხელსაყრელ ადგილზე ჯიხურების ჩადგმის უფლება ხუთი წლის ვადით მიიღეს.

„სამწუხაროდ, ადგილები, რომელთა სარგებლობის უფლება კომპანიებმა ინტერნეტაუქციონით მიიღეს და მაღალი ფასიც გადაიხადეს, რიგ შემთხვევებში იმ ადგილებს ემთხვევა, სადაც მანამდე პრესის გავრცელების ჯიხურები იდგა. ასე რომ, იქ, სადაც ცოტა ხნის წინ ჟურნალ-გაზეთები, წიგნები და სხვა ნაბეჭდი პროდუქცია იყიდებოდა, ქათამი, კვერცხი და სხვა სურსათი გაიყიდება“, - წერს „ეკოპალიტრა“.

თბილისის მერიის ინფორმაციით, 1000 დან 270 ჯიხურზე აუქციონი არ ჩატარებულა, რადგან დაინტერესება არ ყოფილა. მერიაში განმარტავენ, რომ შესაძლებელია, ამ კონკრეტულ ადგილებზე კომპანიამ წელიწადში მხოლოდ 1 000 ლარად შეიძინოს ჯიხურის განთავსების ლიცენზია.

„ადგილები, სადაც აუქციონები არ გამართულა, ქალაქის პერიფერიებში, მიუვალ და ეკონომიკური საქმიანობისთვის არახელსაყრელ ტერიტორიებზეა, სადაც ეკონომიკურ სუბიექტს 1000 ლარის გადახდა არ უღირს. ის ადგილები კი, რომელიც მერიამ პრესის გამავრცელებლებს წაართვა და ქათმისა და კვერცხის მწარმოებლებს „გადაულოცა“, ცენტრალურ ქუჩებზე მდებარეობს და ცალკეული ჯიხურების შემთხვევაში იჯარა რამდენიმე ათეულ ათასსაც აღწევს. მხოლოდ პრესის რეალიზაციით ასეთი მაღალი საიჯარო მოსაკრებლის გადახდა არარეალურია, შესაბამისად, ყველა ბიზნესისთვის თანაბარი სატენდერო პირობების გამოცხადება უსამართლოა. კვების პროდუქტების მსხვილ მწარმოებელს კი, რომელსაც საკუთარი სარეალიზაციო ქსელი არ აქვს ან ერთეულ ობიექტებს ფლობს შესაძლოა, ბაზარზე პოზიციის გასამყარებლად ასეთი თანხების გადახდა უღირდეს კიდეც. ამდენად, აბსურდულია განცხადება ბიზნესსუბიექტების თანაბარ პირობებში ჩაყენების შესახებ. პროექტმა, ფაქტობრივად, მცირე მეწარმეობას მიაყენა დარტყმა, პრაქტიკულად ის მსხვილ ბიზნესთან გაათანაბრეს“, - წერს „ეკოპალიტრა“.

ინტერპრესნიუსი

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
მხარს უჭერთ თუ არა სავალდებულო დაგროვებით საპენსიო სისტემას?
დიახ არა თავს შევიკავებ პასუხის გაცემისგან

ბლოგი

გორაშვილი vs ნაჭყებია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე ფაკულტეტის სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2019 HRIDC