კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ერთ-ერთმა ქართულმა ტელეარხმა ჯეიმს აპატურაის ნათქვამის 90% საპირისპიროდ თარგმნა

5 დეკემბერი, 2011

ნატოს ყოფილმა პრესმდივანმა ჯეიმს აპატურაიმ ქართული ტელეარხი ტყუილში ამხილა. „საქინფორმი“ აქვეყნებს მცირე ფრაგმენტს აპატურაის ტელეგანცხადებიდან, სადაც საუბრობს, თუ რატომ ატარებს თან დიქტოფონს ჟურნალისტებთან შეხვედრებზე.

ჯეიმს აპატურაი: „საფრთხე, რომელიც შესაძლოა, პრესმდივანს ემუქრებოდეს – მისი ნათქვამის არასწორი ციტირებაა. საინტერესო შემთხვევას წავაწყდი გარკვეული ხნის წინ საქართველოში, როდესაც ერთ კერძო ტელეარხს ვრცელი ინტერვიუ მივეცი. მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ კადრს მიღმა ქართული თარგმანი არა მარტო არ ემთხვეოდა ჩემს ნათქვამს, არამედ, უმეტესწილად, მისი პირდაპირ საპირისპირო იყო. მინდა, ვიფიქრო, რომ მიზეზი არასწორად თარგმნა იყო, მაგრამ ამ ტექსტის თითქმის 90%, უბრალოდ, – გამოგონილი! თანაც გამოგონილი ინფორმაცია გარკვეულ პოლიტიკურ ინტერესებს ემსახურებოდა და, ამასთან, სხვა ინტერესებს ლახავდა, რასაც დაძაბულობის გაზრდა შეეძლო.

მე დაუყოვნებლივ ჩავერიე, ჩანაწერის შემოწმება მოვითხოვე და განვაცხადე, რომ ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. თუმცა გაჟღერებულ არასწორ თარგმანსა და იმ მომენტს შორის, როდესაც მისი გასწორების შესაძლებლობა მომეცა, საკმაოდ დიდი დრო გავიდა, და ამან, როგორც იტყვიან, ცხარე პოლიტიკური კამათი გამოიწვია, საბედნიეროდ – ხანმოკლე.

ამიტომ, სადაც უნდა გავემგზავროთ, თან პატარა დიქტოფონები დაგვაქვს, განსაკუთრებით, როდესაც საქმე ეხება წერილობით ინტერვიუს, მას ყოველთვის ვიწერ. იმ რამდენიმე წლის განმავლობაში, რაც  ამ თანამდებობაზე ვმუშაობ, ნატოს შტაბბინაში ორჯერ თუ სამჯერ მოგვმართეს ჩემი განცხადებების დაზუსტების თხოვნით.

იყო შემთხვევა, როდესაც გაზეთის რეპორტიორმა ჩაიწერა პროვოკაციული გამონათქვამები, რომლებიც თითქოს მე მეკუთვნოდა, რაც, საბედნიეროდ, არ მითქვამს. და რაც უფრო მნიშვნელოვანია, მაშინ ყველაფერი ჩავიწერე, რასაც ვამბობდი. და ამას მხოლოდ მე როდი ვაკეთებ. მიმაჩნია, რომ დღეს დიქტოფონის შინ დატოვება ჩემთვის იგივეა, საფულე რომ დამრჩეს, რადგან ისიც ნებისმიერ წამს შეიძლება დამჭირდეს და ეს იყო ნამდვილად ის შემთხვევა, როცა გამომადგებოდა“.

საქინფორმი

ახალი ამბები