კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„მაესტროს“ ჟურნალისტები სახალხო დამცველისგან რეაგირებას ითხოვენ

5 დეკემბერი, 2011

ტელეკომპანია „მაესტროს“ ჟურნალისტები სახალხო დამცველისგან პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში ხელის შეშლის ფაქტებზე რეაგირებას ითხოვენ.

ამასთან დაკავშირებით ჟურნალისტებმა სახალხო დამცველის აპარატს სპეციალური განცხადებით მიმართეს. განცხადებას "ინტერპრესნიუსი" უცვლელად გთავაზობთ.

„მოგეხსნებათ, რომ ტელეკომპანია "მაესტროს" თანამშრომლებს უკვე რამდენიმე დღეა არ გვეძლევა საშუალება, სრულფასოვნად ვაწარმოოთ ჩვენი პროფესიული საქმიანობა, რადგანაც ამ დრომდე ტელეკომპანიის შენობაში იმყოფებიან ეროსი კიწმარიშვილის თანმხლები, ჩვენთვის უცნობი პირები. ტელეკომპანიის თანამშრომლებმა განცხადების სახით, არაერთხელ მიმართეს მხარეებს მოლაპარაკებისთვის, ხოლო დაუდგენელ პირებს ტერიტორიის დატოვების თხოვნით, რაც აშკარად ხელს უშლის ჟურნალისტურ საქმიანობას.

მოგეხსენებათ, რომ სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლი ითვალისწინებს ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლაზე პასუხისმგებლობას. 2011 წლის 30 ნოემბერს მედიის მიერ გავრცელებულ კადრებში კარგად ჩანს, რომ ტელეკომპანია „მაესტროს“ ჟურნალისტებს შენობაში ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე შესვლის საშუალებას არ აძლევს საპატრულო პოლიცია, რაც არის ჩვენი საქმიანობისთვის ხელის შეშლა, გარდა ამისა ჟურნალისტებმა არაერთხელ დააფიქსირეს, რომ ეროსი კიწმარიშვილის თანმხლები პირები თანამშრომლებს არ აძლევენ ტელეკომპანიის ეზოში გადაადგილების საშუალებას, რაც ასევე არის ჩვენი ჟურნალისტურ საქმიანობაში უხეში ჩარევა.

ჩვენთვის ცნობილია თქვენი პოზიცია, რომ სახალხო დამცველი ვერ ჩაერევა ტელეკომპანიის შიდა საქმეებში, მაგრამ გაუგებარია დამოკიდებულება ჟურნალისტური საქმიანობის ხელის შეშლის ფაქტებზე, რომელიც ჩვენ ამ განცხადებაში უკვე ჩამოვთვალეთ და რომლის ამსახველი ვიდეომასალაც საზოგადოებამ არაერთხელ იხილა.

მოგმართვათ თხოვნით, იხელმძღვანელოთ სისხლის სამართლის 154-ე მუხლით - ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის თაობაზე და სახალხო დამცველის შესახებ ორგანული კანონის მეცამეტე მუხლით, რომელიც თქვენს უშუალო ვალდებულებას წარმოადგენს და გავალდებულებთ მოახდინოთ რეაგირება პოლიციის თანამშრომელთა მხრიდან ჟურნალისტებისთვის პროფესიული საქმიანობის ხელშეშლაზე. ჩვენ ველით თქვენს გამოხმაურებას, რომ დაიცვათ ჩვენი კონსტიტუციური უფლება“, – ნათქვამია „მაესტროს“ ჟურნალისტების განცხადებაში.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები