კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საჩხერის რაიონის პოლიციის უფროსი თანამდებობიდან გაათავისუფლეს

6 დეკემბერი, 2011

საჩხერის რაიონის პოლიციის უფროსი ბახტურიძე თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

როგორც „პირველს“ ადგილობრივებმა აცნობეს, აღნიშნულის მიზეზი ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილისადმი ბახტურიძის დამოკიდებულება და მათი კავშირები გახდა.

„ბახტურიძე ივანიშვილის კადრად მოიაზრებოდა და მისი თანამდებობიდან გათავისუფლების მიზეზიც სწორედ ეს გახდა. ბახტურიძეს პოლიციის რამდენიმე თანამშრომელიც მიჰყვა. გაჟონა ინფორმაციამ, რომ მათ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ისეთი დავალებების შესრულება დაავალეს, რომელიც მათთვის მიუღებელი აღმოჩნდა“, - უყვებიან „პირველს“ ადგილობრივები.

ამ ეტაპზე ბახტურიძის მოვალეობას მისი მოადგილე ასრულებს.

„პირველი“ ინფორმაციის გადამოწმების მიზნით შს სამინისტროს პრეს-სამსახურს დაუკავშირდა, თუმცა უშედეგოდ. სამინისტროში სატელეფონო ზარებს არ უპასუხეს.

ადგილობრივები იმასაც ყვებიან, რომ დაახლოებით ერთი კვირის წინ, უამინდობის პერიოდში, როდესაც თოვლმა საჩხერეში მოძრაობა შეზღუდა, ბიძინა ივანიშვილის კუთვნილმა ტრაქტორებმა საჩხერეში გზის გაწმენდა დაიწყეს, მაგრამ საჩხერის რაიონის გამგებელმა ზურაბ ცერცვაძემ მათ მუშაობის საშუალება არ მისცა.

„გამგებელი თავად გადაუდგა წინ ტრაქტორებს და მუშაობის გაგრძელება აუკრძალა, თქვენი დახმარება არ გვჭირდებაო, ისინიც რაღას იზამდნენ, ადამიანს ხომ არ გადაუვლიდნენ ზედ და მუშაობა შეწყვიტეს“, - ყვებიან ადგილობრივები.

საინფორმაციო სააგენტო „პირველი“

ახალი ამბები