კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ივანიშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევა - შერჩევითი სამართლის უპრეცედენტო ფაქტი

6 დეკემბერი, 2011

ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილის იურისტთა ჯგუფის წევრის არჩილ კბილაშვილის განცხადებით, „პირისთვის, რომელსაც საქართველოს მოქალაქეობა საგამონაკლისო წესით მიენიჭა, მოქალაქეობის ჩამორთმევის ფაქტი უპრეცედენტოა“.

ამის შესახაბ კბილაშვილმა სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ ბიძინა ივანიშვილის დაზუსტებული ადმინისტრაციული სარჩელის პრეზენდაციაზე განაცხადა.

„გვაქვს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დღემდე არსებობენ პირები, რომლებსაც საგამონაკლისო წესით საქართველოს მოქალაქეობა აქვთ მინიჭებული, ამის შემდეგ კი სხვა ქვეყნის მოქალაქეები გახდნენ და დღეს სამმაგი მოქალაქეობის მატარებელნი არიან. ამის შესახებ ინფორმაციას თავად ხელისუფლებაც ფლობს და იურისტები მას მხოლოდ იმ გარემოების გათვალიწინებით არ განასაჯაროებენ, რომ აღნიშნულ პირებს ივანიშვილის მსგავსი პრობლემა არ შეექმნათ. ის ფაქტი, რომ პირს პრეზიდენტის მიერ საგამონაკლისო წესით მინიჭებული მოქალაქეობა ჩამოერთვას, უპრეცედენტოა და გვაფიქრებინებს, რომ საქართველოს მოქალაქეობის ჩამორთმევასთან დაკავშირებით პრეზიდენტი სხვა ფაქტორებით ხელმძღვანელობდა. აღნიშნულთან დაკავშირებით შუამდგომლობა სასამართლოშიც დავაყენეთ და მოვითხოვეთ, გაცემულიყო ინფორმაცია იმ პირთა შესახებ, რომლებსაც საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების შემდეგ მოქალაქეობა ჩამოერთვათ, მაგრამ პასუხი არც პრეზიდენტის ადმინიტრაციას აქვს. ვნახოთ რა ინფორმაციას მოგვაწვდიან ისინი“, - განაცხადა კბილაშვილმა.

საინფორმაციო სააგენტო „პირველი“

ახალი ამბები