კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ივანიშვილის ადვოკატებმა მოსამართლეს უნდობლობა გამოუცხადეს

13 დეკემბერი, 2011

„ქართული ოცნების“ ხელმძღვანელის, ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილის ადვოკატებმა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის თავმჯდომარეს, მოსამართლე შოთა გეწაძეს უნდობლობა გამოუცხადეს.

სასამართლო პროცესი ეხება ივანიშვილის სარჩელს, რომლის თანახმადაც, ბიძინა ივანიშვილისთვის და მისი მეუღლისთვის, ეკატერინე ხვედელიძისთვის საქართველოს მოქალაქეობის ჩამორთმევა უკანონო იყო.

როგორც „პირველს“ ადვოკატმა ეკა ბესელიამ განუცხადა, მათ აქვთ საფუძვლიანი ეჭვი, რომ მოსამართლე პოლიტიკური გავლენისგან თავისუფალი და დამოუკიდებელი არ არის, შესაბამისად, საქმის განხილვისას ობიექტური ვერ იქნება, მაგრამ ივანიშვილის იურისტთა ჯგუფი ყველაფერს გააკეთებს იმის დასამტკიცებლად, რომ პრეზიდენტმა სააკაშვილმა ბიძინა ივანიშვილისა და მისი მეუღლის ეკატერინე ხვედელიძისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტით საერთაშორისო და შიდა საკანონმდებლო ნორმები დაარღვია.

ბესელიას შეფასებით, პრეზიდენტის ეს გადაწყვეტილება პოლიტიკური ანგარიშსწორება იყო.

სასამართლო პროცესზე მოსამართლე შოთა გეწაძემ ბიძინა ივანიშვილის ადვოკატებს ადმინისტრაციულ სარჩელთან დაკავშირებით დაყენებული ხუთი შუამდგომლობიდან ოთხი არ დაუკმაყოფილა. მათგან ორი შუამდგომლობით ადვოკატები საქმიდან მოსამართლის აცილებას ითხოვდნენ.

„მოსამართლეს შინაგანი რწმენა უკვე ჩამოყალიბებული აქვს მოპასუხე მხარის მიმართ და ამასთან, მან არ დააკმაყოფილა არც ერთი შუამდგომლობა, რომელიც ივანიშვილის ადვოკატებს საქმის სრულფასოვნად წარმართვაში დაეხმარებოდათ. გარდა ამისა, აღნიშული ეჭვის საფუძველი მოგვცა იმ გარემოებამ, რომ სასამართლო პროცესის აუდიოჩანაწერის გაკეთების პროცესში მოსამართლე საკუთარ ხმას არ წერდა. აღნიშნულთან დაკავშირებით ჩვენს მიერ დასმულ კითხვაზე მოსამართლემ განაცხადა, რომ ამის უფლებას ინსტრუქცია აძლევს, მაგრამ ამ ინსტრუქციის დაკონკტერებისაგან თავი შეიკავა“, - განაცხადეს ადვოკატებმა.

მოსამართლე შოთა გეწაძის აცილების გარდა, ადვოკატებმა აუდიო და ვიდეოჩაწერის ნებართვა ითხოვეს, რაზეც მოსამართლისგან უარი მიიღეს.

რაც შეეხება მოპასუხე მხარეს, იგი მოსარჩელეთა პოზიციას არ ეთანხმება. როგორც საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენელმა განმარტა, „სარჩელის დაკმაყოფილების არანაირი სამართლებლივი საფუძველი არ არსებობს“.

საინფორმაციო სააგენტო „პირველი“

ახალი ამბები