კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პარტიის წლიური დაფინანსება მთლიანი შიდა პროდუქტის 0.2 %-ს არ უნდა აღემატებოდეს

13 დეკემბერი, 2011

პარტიის მიერ წლის განმავლობაში მიღებული დაფინანსება, ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 0.2 %-ს არ უნდა აღემატებოდეს.

ამასთან დაკავშირებით ცვლილება „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში შედის.

კანონპროექტის მიხედვით, პარტიის მიერ წლის განმავლობაში მიღებული სახელმწიფო დაფინანსება, შემოწირულობებისა და სხვა კანონით დაშვებული ფორმით მიღებული შემოსავლის ჯამური რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს წინა წლის ოფიციალურად გამოქვეყნებულ, საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის 0, 2 %-ს.

პარტია ვალდებულია ამ ზღვარს გადაჭარბებით მიღებული თანხები, სახელმწიფო ბიუჯეტში გადარიცხოს.

კანონპროექტის ავტორები და ინიციატორები არიან დეპუტატები პავლე კუბლაშვილი, აკაკი მინაშვილი და ჩიორა თაქთაქიშვილი. კანონპროექტი პარასკევს იქნება ინიცირებული.

„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონპროექტი ვენეციის კომისიაში უკვე გაგზავნილია.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები