კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გაზეთ „ჯორჯიან ბიზნეს ვიქის“ რედაქტორები სახელფასო დავალიანების დაფარვას ითხოვენ

14 დეკემბერი, 2011

www.media.ge 

ყოფილი თანამშრომლები გაზეთ „ჯორჯიან ბიზნეს ვიქისგან“  სახელფასო დავალიანების დაფარვას ითხოვენ და რედაქციას სასამართლოს გადაწყვეტილების იგნორირებაში ადანაშაულებენ.

შპს „ჯორჯიან ბიზნეს ვიქის“ აღმასრულებელი დირექტორის, მარიამ თოიძის ვერსიით, კომპანია გაკოტრდა და უუნაროა დაფაროს მთავარი რედაქტორის მაია ედილაშვილის და მმართველი რედაქტორის ნინო ედილაშვილის სახელფასო დავალიანება, რაც ჯამში 10 ათას ლარს აღემატება.

ნინო და მაია ედილაშვილები მუშაობდნენ შპს „ჯორჯიან ბიზნეს ვიქში“: ნინო ედილაშვილი 2008 წლის 1 მაისიდან 2009 წლის 14 ოქტომბრამდე აღმასრულებელ რედაქტორად, ხოლო მაია ედილაშვილი კი 2007 წლის 1 მაისიდან 2009 წლის 14 ოქტომბრამდე მთავარ რედაქტორად.

ჟურნალისტები მიუთითებენ, რომ „ჯორჯიან ბიზნეს ვიქს“, რომლის ადმინიასტრაცია ამბობს, რომ კომპანია გაკოტრდა, უკვე მესამე წელია, არ მიუმართავს სასამართლოსთვის გადახდის უუნარობის (გაკოტრების) საქმის დასაწყებად. ამავე დროს, როგორც „ჯორჯიან ბიზნეს ვიქის“ ყოფილი მთავარი რედაქტორი მაია ედილაშვილი ამბობს,  გაკოტრებული კომპანია კვლავ ახერხებს თანამშრომლობას როგორც მსხვილ ბიზნესკომპანიებთან, ისე სახელმწიფო სტრუქტურებთან, მათ შორის - ეროვნულ საინვესტიციო სააგენტოსთან.

„აღსრულების ეროვნულმა ბიურომ გაზეთის საბანკო ანგარიშს ინკასო დაადო, რის შემდეგაც, როგორც ჩანს, ფინანსური ოპერაციები მალულად - სხვა ანგარიშებიდან ხორციელდება, რადგან ფაქტია, რომ გაზეთის გამოცემა არ შეჩერებულა“, - აცხადებს მაია ედილაშვილი.

მისივე  თქმით,  „ჯორჯიან ბიზნეს ვიქს“ ლობირებენ, რაც გამომცემლებს სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებისაგან თავის არიდებას შესაძლებლობას აძლევს.

შპს „ჯორჯიან ბიზნეს ვიქი“ შედის „ჰოლდინგ საქართველოს მედიის გაერთიანებაში“, რომელიც ფლობს ტელეკომპანია „მზის“, სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ისა და ტელეკომპანია „პირველ სტერეოს“ წილებს, მასვე ეკუთვნის  საინფორმაციო  სააგენტო   GBC News.

„ჰოლდინგი საქართველოს მედიის გაერთიანება“ ეკუთვნის  ჰოლდინგ „საქართველოს ინდუსტრიულ ჯგუფს“, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელი საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით ბეჟუაშვილია.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასთან (საია) არსებული მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრი „კატეგორიულად მოუწოდებს „ჯორჯიან ბიზნეს ვიქის“ ხელმძღვანელობას, შეწყვიტონ ჟურნალისტთა უფლებების დარღვევა და დაუყოვნებლივ აღასრულონ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება“.

ამის შესახებ 12 დეკემბერს განცხადება გაავრცელა მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრმა, რომელიც იცავს ჟურნალისტების - მაია და ნინო ედილაშვილების ინტერესებს.

„მიუხედავად იმისა, რომ ისინი პირნათლად ასრულებდნენ დაკისრებულ მოვალეობებს, შპს ,,ჯორჯიან ბიზნეს ვიქი“ მათ თვეების განმვალობაში არ აძლევდა კუთვნილ ხელფასს. დამსაქმებელს საბოლოო ანგარიშსწორება ჟურნალისტებთან მათი სამსახურიდან განთავისუფლების შემდეგაც არ მოუხდენია“, - აღნიშნულია მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრის განცხადებაში.

მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრი აღნიშნავს, რომ მათი დახმარებით ჟურნალისტებმა წარადგინეს სარჩელი სასამართლოში, რითაც მოითხოვეს მათ მიმართ არსებული დავალიანების ანაზღაურება. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 11 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით (დატოვებულია უცვლელად თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 29 სექტემბრის განჩინებით) შპს „ჯორჯიან ბიზნეს ვიქს“ დაეკისრა მაია და ნინო ედილაშვილების სასარგებლოდ 2009 წლის 14 ოქტომბრიდან ხელფასის ანაზღაურების ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის 0.07% ანაზღაურება, რაც საერთო ჯამში შეადგენს 9050 (ცხრა ათას ორმოცდაათ) ლარს.

„სამწუხაროა ის გარემოება, რომ მოქმედი მედია ორგანიზაცია დღემდე არ ასრულებს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებას და არ იხდის ჟურნალისტების მიმართ არსებულ სახელფასო დავალიანებას“, - აღნიშნავს ცენტრი თავის განცხადებაში.

ახალი ამბები