კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ოპოზიციონერი დეპუტატის, გიორგი ცაგარეიშვილის ვაჟი უცნობმა პირებმა საკუთარ სადარბაზოში სცემეს

14 დეკემბერი, 2011

პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატის, გიორგი ცაგარეიშვილის ვაჟი, 19 წლის ზურაბ ცაგარეიშვილი 14 დეკემბერს გვიან ღამით, უცნობმა პირებმა კავსაძის ქუჩაზე, საკუთარ სადარბაზოში სცემეს .

როგორც „ინტერპრესნიუსს“ გიორგი ცაგარეიშვილმა განუცხადა, დაახლოებით, 00:30 საათზე, 4-5 უცნობი ადამიანი მის ვაჟს თავს იმ დროს დაესხა, როცა ის სახლში ბრუნდებოდა.

დეპუტატის ცნობით, ხმაურზე მეზობლები გამოცვივდნენ, რის შემდეგაც თავდამსხმელები მიიმალნენ.

„გამოვიძახეთ პატრული და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა. ჩემი შვილი გადაიყვანეს რესპუბლიკურ საავადმყოფოში, სადაც ჩაუტარდა გამოკვლევა და დაუდგინდა ტვინის შერყევა. მას აქვს დაზიანებები სახის არეში. სადღაც, 06:00 საათისთვის უკვე სახლში დავბრუნდით“, - განაცხადა დეპუტატმა.

გიორგი ცაგარეიშვილი მომხდარს მის პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირებს. დეპუტატის განცხადებით, ეს არის ანგარისწორება, რომელიც თანდათან უფრო ფართო მასშტაბებს შეიძენს და მძიმე და ტრაგიკულ მოვლენებში გადაიზრდება, რადგან, მიხეილ სააკაშვილი, ვანო მერაბიშვილი და დანარჩენები ყველაფერზე წამსვლელები არიან.

„სხვას რას უნდა დავუკავშირო ეს ინციდენტი, თუ არა ჩემს ხიფათიანობას პოლიტიკაში. ჩემი ვაჟი არის სპორტსმენი, თამაშობს რაგბს უკვე ათ წელზე მეტია, სწავლობს ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში საკმაოდ წარმატებით და ვფიქრობ, რომ ნორმალური ადამიანი გავზარდეთ, ყოველ შემთხვევაში ამ ასაკამდე, რომელიც არასდროს შესულა კონფლიქტში არავისთან“, - განაცხადა ცაგარეიშვილმა.

დეპუტატმა ამ დროისთვის არ იცის, აღძრულია თუ არა მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე. ცაგარეიშვილი ამბობს, რომ მისი საცხოვრებელი სახლის გარშემო გარესამეთვალყურეო კამერებია დამონტაჟებული და სამართლადამცავებს შეუძლიათ საქმის გახსნა, თუ ამის სურვილი ექნებათ.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები