კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ჯონ ბასი - თუ საარჩევნოდ აშკარა დარღვევები იქნება, ჩვენ ძალიან მკაფიო პოზიცია გვექნება

15 დეკემბერი, 2011

„თუ საარჩევნოდ იქნება აშკარა დარღვევები ან აშკარად ხელისშემშლელი ფაქტები, რაც ხელს შეუშლის არჩევნების ღიად და კონკურენტულ გარემოში ჩატარებას, ჩვენ გვექნება ძალიან მკაფიო პოზიცია“, - განაცხადა აშშ-ს ელჩმა ჯონ ბასმა დღეს, კახეთში, რეგიონული მედიასაშუალებების ჟურნალისტებთან შეხვედრისას.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებას არჩევნების და საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ ნდობა ჰქონდეს. „განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამახვილდეს ამომრჩეველთა სიაზე. უბანში ხმის მისაცემად მისული ამომრჩეველი უკან არ უნდა გაბრუნდეს. დაცული უნდა იყოს პროცედურები წინაასაარჩევნო პერიოდშიც და არჩევნების დღესაც, ეს იქნება ხმის მიცემის, ბიულეტენების და ხმების დათვლის თუ ა.შ.“, - აღნიშნა ბასმა.

აშშ-ს ელჩი საარჩევნო კოდექსთან მიმართებაში ვენეციის კომისიის რეკომენდაციებსაც შეეხო. ელჩის განმარტებით, კარგია, რომ საზოგადოებაში რეკომენდაციებთან დაკავშირებით დისკუსია მიმდინარეობს.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები