კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სიღნაღის გამგებლის დაკავების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია არ დასტურდება

16 დეკემბერი, 2011

კახეთის გუბერნატორის პირველი მოადგილე გიორგი სიბაშვილი უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას სიღნაღის მუნიციპალიტეტის ყოფილი გამგებლის ნოდარ კოჭლამაზაშვილის დაკავების შესახებ.

„გამორიცხულია. კოჭლამაზაშვილი არავის დაუჭერია. ის სამსახურიდან პირადი განცხადებით წავიდა“, - განუცხადა სიბაშვილმა კახეთის საინფორმაციო ცენტრს.

შეგახსენებთ, რომ სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგებელი ნოდარ კოჭლამაზაშვილი თანამდებობიდან დღეს გაათავისუფლეს. კახეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, გამგებლის მოხსნა საგზაო სამსახურის თანამშრომლების საქმეს უკავშირდება, რომლებიც სამსახურის უფროსთან რეზო ტუხაშვილთან ერთად რამდენიმე დღის წინ, საბიუჯეტო თანხების არამიზნობრივად ხარჯვის ბრალდებით დააპატიმრეს. დაუდასტურებელი ინფორმაციით, გამგებელი საგზაო სამსახურის ხელმძღვანელთან კორუფციულ გარიგებაში იმყოფებოდა. ასევე, არაოფიციალური ინფორმაციით, სამართალდამცავებს გადაწყვეტილი ჰქონდათ სიღნაღის გამგებლის დაკავება, თუმცა გამგებელი დაპატიმრებას მისი შვილის ავთანდილ კოჭლამაზაშვილის და კახეთის გუბერნატორის გიორგი ღვინიაშვილის დახმარებით გადაურჩა. ავთანდილ კოჭლამაზაშვილი საქართველოს მთავარ პროკურატურაში პროკურორად მუშაობს, კახეთის გუბერნატორი კი ნოდარ კოჭლამაზაშვილის ნათესავია.

ნოდარ კოჭლამაზაშვილი სატელეფონო ზარებს ამ დრომდე არ პასუხობს. სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობას გამგებლის მოადგილე ალექსანდრე ბოქოლიშვილი ასრულებს.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები