კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„ბენზინი ხომ იშოვა, თავი რომ დაეწვა“, - ქეთა გაბიანი ბოდიშს იხდის

16 დეკემბერი, 2011

კოალიცია „ევროპული საქართველოსთვის“ ერთ-ერთი წევრი ქეთა გაბიანი „მაესტროში“ გადაცემა „რადიოაქტიურ საათში“ გამოთქმული ფრაზისთვის ბოდიშს იხდის. განცხადება მან სოციალური ქსელის საშუალებით გაავრცელა.

„ერთადერთი, ვის წინაშეც ბოდიშის მოხდას ვთვლი საჭიროდ, ის უბედური ქალია... დანარჩენ ყველა ჩემს სიტყვაზე პასუხს ვაგებ. ჩემი მხრიდან უპატიებელი იყო ამ უბედური ადამიანის სახელის ასეთი ტონით მოხსენიება და კიდევ ერთხელ სპეკულაციის საგნად ქცევა“, - დაწერა გაბიანმა.

შეგახსენებთ, რომ პარტია „საქართველოს გზის“ წევრმა მამუკა ბალიაშვილმა დებატებში  გაბიანს დევნილი ქალბატონის შემთხვევა შეახსენა, რომელმაც ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს წინ თავი დაიწვა. „ბენზინი ხომ იშოვა თავი რომ დაეწვა?!“ - ასეთი იყო გაბიანის პასუხი.

ვიდეო

 პალიტრა.ტვ

ახალი ამბები