კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პროკურორი და ადვოკატი თაღლითობისთვის დააკავეს

19 დეკემბერი, 2011

12 დეკემბერს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა აჭარის პროკურატურის ანტიკორუფციული საგამოძიებო ნაწილის უფროსი გამომძიებელი გელა მახარაძე და მისი სიმამრი, ადვოკატი არჩილ კალანდაძე დააკავეს.

დაკავებულებს ბრალად ედებათ თაღლითობა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ. დანაშაული გათვალიწინებულია სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა" და მე-3 ნაწილის „ბ" ქვეპუნქტებით.

საქართველოს მთავარ პროკურატურის ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, გელა მახარაძემ და მისმა სიმამრმა, არჩილ კალანდაძემ პატიმრობაში მყოფი ზურაბ მახარაძის ოჯახის წევრები დაარწმუნეს, თითქოს პროკურატურაში ქრთამის მიცემის გზით, შეძლებდნენ  ზურაბ მახარაძის ბრალდების საქმის მათთვის სასურველი პირობებით მოგვარებას.

სანაცვლოდ კი ამ ოჯახის წევრებისაგან მიიღეს ფულადი თანხა,  მთლიანობაში 17 000 აშშ დოლარი. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია თანხის ნაწილი - 12 000 აშშ დოლარი.

პოლიციის ინფორმაციით, ორივე ბრალდებული სრულად აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. აღკვეთის ღონისძიების სახით, მათ მიმართ გამოყენებულია წინასწარი პატიმრობა.

მაკა მალაყმაძე, აჭარა

ახალი ამბები