კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გუდიაშვილის მოედნის ისტორიულ სახეს საფრთხე ემუქრება

22 დეკემბერი, 2011

მარიამ ხურციძე

თბილისის მერია გუდიაშვილის სკვერს 15 მილიონ დოლარად ყიდის. ინფორმაცია მერიის ვებ-გვერდზეა განთავსებული, გამოქვეყნების თარიღის მითითების გარეშე.

ამ ინფორმაციის პარალელურად, კომპანია „ზეჰნერ ენდ ზეჰნერის“ არქიტექტორთა საიტზე გუდიაშვილის განახლებული მოედნის ესკიზები გაჩნდა. განცხადებაში მითითებულია: „ჩვენ შევცვლით კლასიკურ ორიგინალურ ქართულ ელემენტებს სამაგალითო  ფასადური დიზაინით. რომელიც მდიდრული დეკორით შექმნილი აივებით გაფორმდება.  საბოლოოდ ეს იდეა გააერთიანებს  ფასადებს აბსტრაქციის სხვადასხვა საფეხურებს და ცალკეულ შენოობებს. რაც საბოლოო ჯამში ერთ ანსაბლს შექმნის“.

ზეჰნერის ესკიზების გასაჯაროების შემდეგ მერია განმარტებას აკეთებს. humanrights.ge ტექსტს უცვლელად გთავაზობთ.

„ჩვენი პრიორიტეტია გუდიაშვილის მოედანზე მდებარე ისტორიული შენობებისა და ზოგადად ამ ურბანული ქსოვილის კულტურული მემკვიდრეობის სრულად შენარჩუნება. აღნიშნულიდან გამომდინარე, იგეგმება შენობების კონსტრუქციული გამაგრება და ისტორიული ფასადების რესტავრაცია. რაც შეეხება გუდიაშვილის მოედნის საინვესტიციო გარემოს კვლევაზე გამოცხადებულ კონკურსს, ამის შესახებ ჩვენთვის  სოციალური ქსელებიდან გახდა ცნობილი. აღნიშნული კონკურსი წარმოადგენს კერძო ინიციატივას და არანაირი შეხება არ აქვს თბილისის მერიასთან. როგორც ჩვენ განგვიმარტეს, კონკურსს აქვს მხოლოდ კონცეპტუალური და არა რაიმე არქიტექტურული დატვირთვა.  თბილისის მერიაში განაცხადი ამის შესახებ არ ყოფილა წარმოდგენილი და განხილული.  რაც შეეხება გუდიაშვილის მოედნის განვითარებას, თბილისის მერიაში არსებობს  გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაციის პროექტი. ვიზუალიზაციისთვის  წარმოგიდგენთ გუდიაშვილის მოედნის ფოტომასალას“.

პალიტრა.ტვ-ს ცნობით, გუდიაშვილის სკვერთან მცხოვრებ მოქალაქეებს არც მოედნის რეკოსტრუქციისა და რაც გამარჯვებული ავსტრიული კომპანიის შესახებ სმენიათ. ისინი ამბობენ, რომ საუკუნეების წინ აშენებულ შენობებს ისტორიული იერსახე უნდა შეუნარჩუნდეთ.

ისტორიულ მოედანზე ახალი თანამედროვე სტილის შენობების აგების წინააღმდეგია „თბილისის ჰამქარიც“. „ჰამქარის“ უსტაბაში, ჟურნალისტი ალეკო ელისაშვილი ფიქრობს , რომ საშუალო დონის პრიალა მოედანი ისტორიულ სკვერს ვერ  ჩაანაცვლებს: „ის, რაც აქ არის დაგეგმილი, აღმაშფოთებელია. არ შეიძლება, ისტორიული მოედნის ნაცვლად პრიალა მოედანი გაკეთდეს. ჩვენ უკვე მივწერეთ ავსტრიულ კომპანიას და სიმართლე გითხრათ, ერთადერთი იმედი სწორენ ისინი არიან, რადგან მათ იციან კულტურული მემკვიდრეობის ფასი და იმედია, ჩვენ თხოვნას გაითვალისწინებენ“.

მერიის საჯარო განმარტებამდე ისევ სოციალურ ქსელში პარლამენტის განათლებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის განცხადება გაჩნდა.

„ყველა ჩემ მეგობარს, რომელსაც გონია, რომ თბილისის სიყვარულზე ექსკლუზივი გააჩნია, მოვახსენებ - არანაირი განხილული და დამტკიცებული პროექტი გუდიაშვილის მოედნის რეკონსტრუქციის არ არსებობს. არავინ გუდიაშვილს არ ანგრევს“.

ხელოვნებათმცოდნეები  არქიტექტორთა საიტზე გამოქვეყნებულმა ფოტოებმა გააოცა. მათ აინტერესებთ, რატომ გაჩნდა ჯერ უცხოურ საიტზე გუდიაშვილის მოედნის ესკიზები და შემდეგ მერიის საიტზე განმარტებები.

მომზადებულია პალიტრა.ტვ-ს სიუჟეტის მიხედვით

 

 

 

 

 

 

 

ახალი ამბები